TV PLAY
help@meganews.ge
ოთხშაბათი, 26 აგვისტო, 2026
  • კონტაქტი
meganews.ge
  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • კატეგორიები
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • სპორტი
    • რელიგია
    • ამინდი
    • ჰოროსკოპი
No Result
View All Result
meganews.ge
ოთხშაბათი, 26 აგვისტო, 2026
  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • კატეგორიები
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • სპორტი
    • რელიგია
    • ამინდი
    • ჰოროსკოპი
No Result
View All Result
No Result
View All Result
meganews.ge

ჩამოწერილ სესხებთან დაკავშირებით ფონდი ქართუ განცხადებას ავრცელებს

ჩამოწერილ სესხებთან დაკავშირებით ფონდი ქართუ განცხადებას ავრცელებს

2018 წელს ჩამოწერილ სესხებთან დაკავშირებით ფონდი ქართუ განცხადებას ავრცელებს

“ბოლო დროს სოციალურ მედიაში გავრცელდა ყალბი ინფორმაციის შემცველი განცხადებები, რაზედაც საჭიროდ ვთვლით პასუხის გაცემას.

მოგახსენებთ, რომ 2018 წელს „ფონდმა ქართუმ“ „სოციალური სოლიდარობის აქტის“ ფარგლებში გამოისყიდა ფიზიკური პირების ოთხი მილიარდ ას ოთხი მილიონ ოთხას ოცდაცხრა ათას ოთხას ოთხმოცდაოთხი (4’104’429’484) ლარის მოცულობის პრობლემური ვალდებულებები.

ამ უპრეცენდენტო ქველმოქმედების აქტით განხორციელდა ექვსას თხუთმეტი ათას ას სამოცდაოთხი (615’164) პირის ერთი მილიონ სამას ოთხმოცდაშვიდი ათას ორას ოთხმოცდათექვსმეტი (1’387’296 ) ლარის სესხის პატიება.

პროგრამა შეეხო საქართველოში მოქმედ 55 ბანკსა და სხვა სამართლებრივი ფორმის ფინანსურ ინსტიტუციას. ესოდენ დიდი მოცულობის პრობლემური სესხის ჩამოწერამ უდაოდ შეამსუბუქა მათი მდგომარეობა და გააჯანსაღა ქვეყნის ფინანსური გარემო. ფონდმა შეიძინა ყველა ის სესხი, რომლებიც აკმაყოფილებდა წინასწარ გაცხადებულ კრიტერიუმებს. კერძოდ, სესხები, რომელთა ძირი არ აღემატებოდა ორი ათას (2000) ლარს და რომელთა მიმართებაშიც მოვალეებს (ფიზიკურ პირებს) ბოლო ერთი წლის განმავლობაში არ ჰქონდათ გადახდილი სესხის პროცენტი.

აქვე ხაზს ვუსვამთ იმ გარემოებას, რომ სესხები გამოსყიდულია მხოლოდ იმ ფინანსური ინსტიტუტებისგან, რომლებმაც თანხმობა განაცხადეს ამ პროგრამაში მონაწილეობაზე. მოქალაქეებს, ვისაც ეს პროგრამა შეეხო, მათი სტატუსის გადამოწმება და შესაბამისი ცნობების აღება შეუძლიათ საკრედიტო საინფორმაციო ბიურო კრედიტინფოდან.

ასევე, მოქალაქის წერილობითი მომართვის შემთხვევაში, „ფონდი ქართუ“ გასცემს შესაბამის ინფორმაციას (ცნობას) კონკრეტული სესხის თაობაზე.
„ფონდი ქართუ“ კიდევ ერთხელ აცხადებს, რომ ეს ვალდებულებები გამოისყიდა მხოლოდ მათი პატიების მიზნით და გამორიცხულია ფონდის მიერ სესხებზე რაიმე სახის მოთხოვნა.

ამრიგად, თუ დღეს რომელიმე ფიზიკურ პირს საკრედიტო დაწესებულებამ მოსთხოვა ხსენებული პერიოდის სესხის დაფარვა, ეს ან შეცდომაა, რისი გადამოწმებაც მარტივად შეიძლება, ან ეს კონკრეტული ვალდებულება არ აკმაყოფილებდა დადგენილ კრიტერიუმებს და შესაბამისად არ მოხვდა 2018 წლის პროგრამაში. ყველა დაინტერესებულ პირს მოვუწოდებთ, არ აყვეს არაკეთილსინდისიერ პირთა მიერ ატეხილ აჟიოტაჟს და გადაამოწმოს თავისი ვალდებულებების სტატუსი შესაბამის სტრუქტურებში -ნათქვამია განცხადებაში

გაზიარება
წინა პოსტი

ცნობილია რამდენი აბიტურიენტი გახდა სტუდენტი

შემდეგი პოსტი

ნარკოდანაშაულის ბრალდებით ქალაქ რუსთავში, დაკავებულია უცხო ქვეყნის 2 მოქალაქე

Discussion about this post

აგვისტო 2026
ო ს ო ხ პ შ კ
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31  
« ივლ    

კატეგორიები

  • ამინდი
  • ახალი ამბები
  • ეკონომიკა
  • ვიდეო
  • კულტურა
  • მედიცინა
  • მთავარი
  • მსოფლიო
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • რელიგია
  • საზოგადოება
  • საინტერესოა
  • სამართალი
  • სპორტი
  • ყველა სიახლე
  • ჰოროსკოპი

ტეგები

akademia metreveli SWIFT ავარია ავარია სამტრედიაში აჭარა ბათუმი–ახალციხის დამაკავშირებელი გზის ერთი ნაწილი ჩამოინგრა ბაქტერია თხილის პლანტაციებს ახმობს გოგირდის აუზები გორდი გურია გურიის სტიქია ელდარ ემიგრანტი თემურ ქათამაძემ შიმშილობა შეწყვიტა თუშეთი თხილის პლანტაციები იტალია კონკურენციის მეამა ნაგავი რიონისპირა სახლების რეაბილიტაცია სააგენტო საგამოფენო სივრცე გორდში სკვერი სამტრედიაში სოფლის ნობათი ტყითსარგებლობა უკანონო ქარელის საბავშვო ბაღში 3 წლის ბავშვს კარადა დაეცა ქართული კინო შენგელაია ხონი ხონის მერია

© 2025 meganews.ge - ახალი ამბები 'მეგანიუსი'

  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • კატეგორიები
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • სპორტი
    • რელიგია
    • ამინდი
    • ჰოროსკოპი
No Result
View All Result

© 2025 meganews.ge - ახალი ამბები 'მეგანიუსი'