TV PLAY
help@meganews.ge
ოთხშაბათი, 26 აგვისტო, 2026
  • კონტაქტი
meganews.ge
  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • კატეგორიები
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • სპორტი
    • რელიგია
    • ამინდი
    • ჰოროსკოპი
No Result
View All Result
meganews.ge
ოთხშაბათი, 26 აგვისტო, 2026
  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • კატეგორიები
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • სპორტი
    • რელიგია
    • ამინდი
    • ჰოროსკოპი
No Result
View All Result
No Result
View All Result
meganews.ge

ირაკლი ღარიბაშვილი ციხიდან მორიგ წერილს აქვეყნებს

ირაკლი ღარიბაშვილის ბინიდან 6.5 მლნ აშშ დოლარი ამოიღეს – პროკურატურა

ირაკლი ღარიბაშვილმა მისთვის წაყენებული ახალი ბრალის შემდეგ ციხიდან მორიგი წერილი გამოაქვეყნა. ყოფილი პრემიერის თქმით, “სასტიკი რეალობის” წინაშე აღმოჩნდა და ეს არის “დაუნდობელი პოლიტიკური ბრძოლა, უსამართლობა და ბოროტება”, რომელიც მის წინააღმდეგ არის მიმართული.

ღარიბაშვილი ასევე ამბობს, რომ არ აპირებს „პოლიტიკურ მასკარადში“ მონაწილეობას და არც იმაზე აპირებს რეაგირებას, თუ მის წინააღმდეგ სხვა პატიმრებისგან ზეწოლის გზით ჩვენებებს მიიღებენ. ექსპრემიერი აცხადებს, რომ ბრძოლის ერთადერთ იარაღად საკუთარ სიმართლეს მიიჩნევს და საზოგადოებას საჯაროდ მოუყვება, რა მოხდა და როგორია მისი პოზიცია.

ღარიბაშვილი 2026 წლის 12 იანვარს დააკავეს. ფულის გათეთრების საქმეზე მას საპროცესო შეთანხმებით 5 წლით თავისუფლების აღკვეთა და 1 მილიონი ლარის ოდენობით ჯარიმა შეეფარდა.

მოგვიანებით, 2026 წლის 17 აგვისტოს ირაკლი ღარიბაშვილმა ციხიდან განცხადება გაავრცელა, რომელშიც მისი და მისი ოჯახის უსაფრთხოებაზე სრული პასუხისმგებლობა ბიძინა ივანიშვილსა და მთელ ხელისუფლებას დააკისრა. ღარიბაშვილი წერდა, რომ მას ახალი კორუფციული საქმის აღიარება მოსთხოვეს და სანაცვლოდ კი საპროცესო შეთანხმებას ისევ 5-წლიანი პატიმრობით დაჰპირდნენ, თუმცა პოლიტიკაში აღარ უნდა დაბრუნებულიყო. 18 აგვისტოს ექსპრემიერმა მეორე წერილი გაავრცელა, სადაც წერდა, რომ ივლისში წერილი მამუკა მდინარაძისგან მიიღო და იმის მიუხედავად, რომ პოლიტიკაში დაბრუნებაზე უარი თქვა, გუნდმა 1%-იანი რისკის გამო კორუფციული ბრალის აღიარება მოითხოვა.

ციხიდან გაკეთებული კრიტიკული განცხადებების შემდეგ ღარიბაშვილს 24 აგვისტოს განსაკუთრებით დიდი ოდენობის ქრთამის აღების ფაქტზე ახალი ბრალი წარუდგინეს. როგორც პროკურატურაში თქვეს, ღარიბაშვილის წინააღმდეგ ჩვენება თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, ჯუანშერ ბურჭულაძემ და მისმა ცოლის ძმამ, ვასილ მხეიძემ მისცეს. უწყების ცნობითვე, “ჯუანშერ ბურჭულაძემ 750 000 ლარი ქრთამის სახით ხელზე გადასცა ირაკლი ღარიბაშვილს”. ღარიბაშვილისთვის წარდგენილი ახალი ბრალი 11-დან 15 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

ღარიბაშვილი საქართველოს პრემიერმინისტრი ორჯერ იყო – ჯერ 2013 წლის 20 ნოემბრიდან 2015 წლის 30 დეკემბრამდე, შემდეგ კი – 2021 წლის 22 თებერვლიდან 2024 წლის 29 იანვრამდე. მოგვიანებით ის ოცნების თავმჯდომარედ 2024 წელს აირჩიეს. პოლიტიკიდან წასვლის შესახებ მან 2025 წლის 25 აპრილს განაცხადა.

გაზიარება
წინა პოსტი

საქართველოში ლუდის მოხმარებამ ახალ ისტორიულ მაქსიმუმს, 141 მლნ ლიტრს მიაღწია

შემდეგი პოსტი

სამხრეთ კორეამ პოლონეთში საბრძოლო ტანკები გაგზავნა

Discussion about this post

აგვისტო 2026
ო ს ო ხ პ შ კ
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31  
« ივლ    

კატეგორიები

  • ამინდი
  • ახალი ამბები
  • ეკონომიკა
  • ვიდეო
  • კულტურა
  • მედიცინა
  • მთავარი
  • მსოფლიო
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • რელიგია
  • საზოგადოება
  • საინტერესოა
  • სამართალი
  • სპორტი
  • ყველა სიახლე
  • ჰოროსკოპი

ტეგები

akademia metreveli SWIFT ავარია ავარია სამტრედიაში აჭარა ბათუმი–ახალციხის დამაკავშირებელი გზის ერთი ნაწილი ჩამოინგრა ბაქტერია თხილის პლანტაციებს ახმობს გოგირდის აუზები გორდი გურია გურიის სტიქია ელდარ ემიგრანტი თემურ ქათამაძემ შიმშილობა შეწყვიტა თუშეთი თხილის პლანტაციები იტალია კონკურენციის მეამა ნაგავი რიონისპირა სახლების რეაბილიტაცია სააგენტო საგამოფენო სივრცე გორდში სკვერი სამტრედიაში სოფლის ნობათი ტყითსარგებლობა უკანონო ქარელის საბავშვო ბაღში 3 წლის ბავშვს კარადა დაეცა ქართული კინო შენგელაია ხონი ხონის მერია

© 2025 meganews.ge - ახალი ამბები 'მეგანიუსი'

  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • კატეგორიები
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • სპორტი
    • რელიგია
    • ამინდი
    • ჰოროსკოპი
No Result
View All Result

© 2025 meganews.ge - ახალი ამბები 'მეგანიუსი'