დღეს მოქალაქეთა გაერთიანება “ანტიანექსიური პლატფორმა” დაფუძნდა. . პლატფორმამ მიიღო დეკლარაცია – “არა ოკუპაციას და ფაქტობრივ ანექსიას – დიახ სამართლიანობას, მშვიდობასა და საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას”. დოკუმენტში ნათქვამია, რომ ის არის სრულიად აპოლიტიკური და მზადაა ნებისმიერი პარტიის წევრთან თანამშრომლობისთვის
“პლატფორმის მიზნები:
• საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერა საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებული ნორმებისა და პრინციპების საფუძველზე
• რუსეთის ფედერაციის მხრიდან მიმდინარე ოკუპაციის და ფაქტობრივი ანექსიისა, ისევე როგორც ოკუპირებული რეგიონების ე.წ. დამოუკიდებლობის არაღიარების პრინციპის განმტკიცება და საქართველოს ტერიტორიების ძალის გამოყენებით მიტაცების სამართლებრივი შეფასების ხელშეწყობა
ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა და დევნილთა უფლებების დაცვა
• ოკუპირებულ რეგიონებში მარიონეტული რეჟიმებისა და მათი ლიდერების, აგრეთვე ანექსიური პროცესის ხელშემწყობი პირების მიმართ საერთაშორისო სისხლის სამართლებრივი დევნის ინიცირება
• აღნიშნულ საკითხებზე სამართლებრივი კვლევებისა და ანალიზის განხორციელება
• საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლება რუსული ჰიბრიდული და ანექსიური საფრთხეების შესახებ
• მიმდინარე ფაქტობრივი ანექსიის შედეგად დაზარალებული ადამიანების მხარდაჭერა და მათი უფლებების დაცვა
• საქართველოს საერთაშორისო პარტნიორებთან და დიპლომატიურ კორპუსთან აქტიური თანამშრომლობა ანექსიის რისკებისა და ოკუპაციის საკითხებზე
• მშვიდობიანი და სამართლებრივი გზებით კონფლიქტების მოგვარების მხარდაჭერა
🔻 პლატფორმის საქმიანობის ძირითადი მიმართულებები:
• სამართლებრივი დასკვნებისა და ანალიტიკური დოკუმენტების მომზადება რუსეთის მიერ წარმოებული ფაქტობრივი ანექსიის ნაბიჯებზე
• საერთაშორისო სამართლისა და ადამიანის უფლებების საკითხებზე კვლევების განხორციელება
• საერთაშორისო პარტნიორებთან, ანალიტიკურ ცენტრებთან და დიპლომატიურ მისიებთან სამუშაო შეხვედრებისა და კოორდინაციის უზრუნველყოფა
• კონფერენციების, დისკუსიებისა და საგანმანათლებლო ღონისძიებების ორგანიზება
• ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა საკითხების აქტუალიზაცია
• რუსეთის მარიონეტული რეჟიმების ლიდერებისა და ანექსიის პროცესში ჩართული აქტორების მიმართ მიზნობრივი სანქციების დაწესების საკითხის მხარდაჭერა
• ფაქტობრივი ანექსიისა და ოკუპაციის შედეგად დაზარალებულთა უფლებების დაცვის ხელშეწყობა
დეკლარაციას ხელს აწერენ ანტიანექსიური პლატფორმის დამფუძნებლები: ვლადიმერ ჩაჩიბაია, ნოდარ ხარშილაძე, აკია ბარბაქაძე, კახა გოგიძე, ნიკოლოზ ვაშაკიძე, მამუკა გამყრელიძე, გიორგი მელაშვილი, ირაკლი ტაბლიაშვილი.

Discussion about this post