რამდენიმე საათის ინტერვალით საქართველოში დღეს ორი მიწისძვრა მოხდა . დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, პირველი მიწისძვრა თბილისის დროით 03:05 საათზე ქალაქი ნინოწმინდიდან აღმოსავლეთით 23კმ-ში, სოფელი საღამოდან 10კმ-ში მოხდა, მისი სიმძლავრე კი 3.1 მაგნიტუდას შეადგენდა. 09:45 საათზე კი 3.2 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისქვეშა ბიძგები აზერბაიჯანში, საქართველოს საზღვრიდან 2კმ-ში დაფიქსირდა. მიწისქვეშა ბიძგები იგრძნობოდა საქართველოშიც

Discussion about this post