აფხაზი ბლოგერის, დაურ ბუავას ცხედარს, პირველადი დათვალიერებით, ძალადობის კვალი არ აღენიშნება და გარდაცვლილი ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროშია გადასვენებული . ამის შესახებ მთავარს შინაგან საქმეთა სამინისტროში უთხრეს. უწყებამ გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლით დაიწყო
“მისი დროებითი საცხოვრებელი ბინის კარი შიგნიდან იყო ჩაკეტილი. პირველადი ინფორმაციით, გარდაცვლილს ძალადობის კვალი არ აღენიშნება. ასევე, ბინის დათვალიერებისას სამართალდამცველებს რაიმე საეჭვო გარემოება არ აღმოუჩენიათ. გარდაცვალების ზუსტი მიზეზი ექსპერტიზის დასკვნის შემდეგ გახდება ცნობილი.
აფხაზი ბლოგერი დაურ ბუავა თბილისში გარდაცვლილი დღეს, ნაქირავებ საცხოვრებელ ბინაში იპოვეს. ბლოგერი, სავარაუდოდ, რამდენიმე დღის გარდაცვლილია. დაურ ბუავა 2021 წელს ტყვარჩელიდან თბილისში ჩამოვიდა და უკან აღარ დაბრუნებულა. 2022 წელს აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმმა მას „სახელმწიფოს ღალატისთვის“ ბრალი წაუყენა. ბუავას გადაღებული ვიდეოების დიდი ნაწილი ქართულ-აფხაზური მეგობრობის თემაზე იყო და ის აფხაზეთის საქართველოს შემადგენლობაში ავტონომიის სტატუსით არსებობაზე საუბრობდა

Discussion about this post