ოზურგეთში ძლიერი წვიმის შედეგად მდინარეები ადიდდა, ქარმა კი ელექტროგადამცემი ხაზები დააზიანა, რის გამოც მოსახლეობის ნაწილს დენი არ აქვს. ინფორმაციას საზმაუ გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაზე დაყრდნობით ავრცელებს და წერს, რომ სტიქიის ზონაში მუნიციპალიტეტის ყველა შესაბამისი სამსახურია მობილიზებული.
💬 „ოზურგეთის მუნიციპალიტეტში მოსულმა უხვმა ნალექმა მდინარეების ადიდება გამოიწვია. ძლიერმა ქარმა დააზიანა ელექტროენერგიის გადამცემი ხაზები, რის გამოც გარკვეულ დასახლებებს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდა. ადგილზე მობილიზებულია მუნიციპალიტეტის ყველა შესაბამისი სამსახური. „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ჯგუფები აქტიურად მუშაობენ, რათა წარმოქმნილი პრობლემები დროულად აღმოიფხვრას“ [საზმაუ] | აცხადებენ უწყებაში

Discussion about this post