“საჭიროა, რომ შესაბამისი განწყობა იყოს მოსკოვში, პუტინთან – ომის დასრულების და არა ომის გაგრძელების განწყობა. ახლა ჯერჯერობით, სამწუხაროდ, დაზვერვის ყველა მონაცემი – როგორც ჩვენი, ისე პარტნიორების – და რუსეთიდან წამოსული ყველა სიგნალი მიუთითებს იმაზე, რომ პირადად რუსეთის ლიდერს ომი კიდევ სურს. მაშინაც კი, როდესაც მისი – სხვათა შორის – საზოგადოების აბსოლუტური უმრავლესობა დათანხმდებოდა ომის შეჩერებას შეხების ხაზზე. ჩვენ ვნახავთ, რას მიაღწევენ ამერიკის პრეზიდენტის წარმომადგენლები. სექტემბერს ბევრი რამის შეცვლა შეუძლია, და საჭიროა, რომ ჩვენ პარტნიორებთან ერთად ყველაფერი გავაკეთოთ ადამიანების დასაცავად, სიცოცხლის დასაცავად და მშვიდობისთვის” – ამბობს უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი გავრცელებულ ვიდეომიმართავში.

Discussion about this post