რუსებმა უკრაინის რამდენიმე რეგიონში საცხოვრებელი კორპუსები დაბომბეს – არის მსხვერპლი . როგორც უკრაინული მედია ოფიციალურ უწყებებზე დაყრდნობით წერს, რუსებმა იერიში მიიტანეს ოდესაზე, სადაც ერთი ადამიანი დაიღუპა, სამი კი დაშავდა. ასევე, დარტყმის ქვეშ მოყვა დნეპროპეტროვსკის ოლქის პავლოგრადის რაიონი – დაიღუპა ორი პოლიციელი, კიდევ ერთი კი მძიმე მდგომარეობაშია. რუსებმა დაბომბეს ზაპოროჟიეს რაიონსი მდებარე საცხოვრებელი კორპუსი, სადაც, მედიის ინფორმაციით, არავინ დაშავებულა

Discussion about this post