თამაზ ელიზბარაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა .გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოში გამოცხადდა
თამაზ ელიზბარაშვილი ორი დღის წინ საკუთარ საცხოვრებელ სახლში დააკავეს. დაკავებას წინ უძღოდა მისი პირადი ავტომობილისა და ბინის ჩხრეკა. მას ბრალი სისხლის სამართლის მუხლით წარედგინა და 1 წლამდე პატიმრობა ემუქრება. “დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით (ჯანმრთელობისა დაზიანების და სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 1 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს” – დაწერა პროკურატურამ გავრცელებულ განცხადებაში

Discussion about this post