ნეპალში წყალდიდობის შედეგად მიყენებული ზარალი 2.56 მილიარდ დოლარად შეფასდა .ინფორმაცია Reuters ქვეყნის კატასტროფების რისკის შემცირებისა და მართვის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელის განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს. მათივე ცნობით, აღდგენითი სამუშაოების პირველი ოთხი თვის განმავლობაში, გზებისა და დროებითი თავშესაფრების ასაშენებლად, სასმელი წყლით უზრუნველსაყოფად და ელექტროენერგიის აღსადგენად სავარაუდოდ დაახლოებით 52.6 მილიონი დოლარი იქნება საჭირო.
ბოლო მონაცემებით, ნეპალში წყალდიდობის შედეგად დაღუპულია 1 200-ზე მეტი და დაკარგულია 4 000-ზე მეტი ადამიანი.

Discussion about this post