ძლიერი წვიმის შედეგად ხარაგაულის სოფლები დაიტბორა – მოვარდნილმა წყალმა გზებზე ქვა-ღორღი ჩამოიტანა . ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, სტიქიის გამო სოფლების ცენტრალურ და საუბნო გზებზე გადაადგილება გართულდა. მათივე თქმით, “მუნიციპალიტეტის მიერ დაქირავებული სპეციალური ტექნიკა სოფელ ხიდარში მუშაობს. ძლიერი წვიმის შედეგად გზაზე ჩამოტანილი ქვა-ღორღისა და მიწის მასისგან ცენტრალური გზა უკვე გაიწმინდა და გადაადგილება აღდგენილია. ხიდარში სამუშაოების დასრულების შემდეგ, ტექნიკა სოფელ საქარიქედში გააგრძელებს მუშაობას, სადაც უხვი ნალექის შედეგად ასევე დაზიანდა საგზაო ინფრასტრუქტურა”

Discussion about this post