საფრანგეთში, რენუარის მუზეუმიდან ხელოვნების 3 ნამუშევარი მოიპარეს . ინფორმაციას CBS News ავრცელებს და წერს, რომ საფრანგეთის სამართალდამცავები ეძებენ ორ ქურდს, რომლებიც სამშაბათს დილით შეიჭრნენ მუზეუმში. ადგილობრივი მერის განცხადებით, მათ „ხელოვნების ოთხი ნამუშევარი“ მოიპარეს, თუმცა გაქცევისას ერთი დაუვარდათ. მერმა განაცხადა, რომ მოპარული ნამუშევრების სავარაუდო ღირებულება 9 მილიონი ევროა.
“ქალაქის ვიდეომეთვალყურეობის კამერების წყალობით შემჩნეული ეს ორი პირი გაიქცა და მიმალვისას ერთ-ერთი მოპარული ნახატი დააგდო“ – განაცხადა საფრანგეთის რივიერის ქალაქ კანი-სიურ-მერის მერმა, ბრაიან მასონმა.

Discussion about this post