ნიუ-იორკში 11 სექტემბრის ტერაქტის მსხვერპლთა ხსოვნის პატივსაცემად დრონებით ტყუპი ცათამბჯენები გამოსახეს. მედიის ინფორმაციით, დრონების რიცხვი სიმბოლურად 2 977 იყო – სწორედ ამ რაოდენობის ადამიანი შეეწირა 2001 წლის 11 სექტემბრის ტრაგედიას
2001 წლის 11 სექტემბერს ისლამისტმა ტერორისტებმა ოთხი სამგზავრო თვითმფრინავი გაიტაცეს, მათგან ორი ნიუ-იორკში მსოფლიო სავაჭრო ცენტრის ცათამბჯენებს „ტყუპებს“ შეაჯახეს, ნაგებობები ორი საათის განმავლობაში ჩამოიქცა, თან მოიყოლა და დააზიანა ახლო მდებარე შენობები. მესამე თვითმფრინავი გამტაცებლებმა პენტაგონის შენობას შეაჯახეს, მეოთხე კი პენსილვანიაში ჩამოვარდა, ოთხივე თვითმფრინავის ყველა მგზავრი დაიღუპა.

Discussion about this post