ბათუმში დააკავეს პირი, რომელიც ემიგრანტს ბინის ყიდვას დაპირდა და 16 300 ლარი მიითვისა . ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს:
“გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული დიდი ოდენობით თანხის მართლსაწინააღმდეგოდ მისაკუთრების მიზნით, საზღვარგარეთ მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეს დაჰპირდა, რომ ბათუმში ბინის შეძენაში დაეხმარებოდა, რის სანაცვლოდაც მას ეტაპობრივად სხვადასხვა ოდენობის თანხა ჩაარიცხინა.
ბრალდებულმა დანაპირები არ შეასრულა და მოტყუებით, უკანონოდ დაეუფლა დაზარალებულის კუთვნილ დიდი ოდენობით – ჯამში 16 300 ლარამდე თანხას.
ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სამართალდამცველებმა ბრალდებული მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს, რაც 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს” -წერს შსს

Discussion about this post