“პირდაპირ გეტყვით, ჯერ კიდევ იმ პერიოდიდან, როდესაც განათლების, მეცნიერების და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარედ ამირჩიეს, პირველი რაც ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად გამოვაცხადე, რომ ვებრძვი უდიპლომო სასიძოს სინდრომს, რომ დიპლომის თემა არ არის იმდენად აქტუალური, რამდენადაც პირველ რიგში ადამიანობა, შემდგომში პროფესიონალიზმი. ეს იქნება პროფესიული სასწავლებლის მეშვეობით მოპოვებული პროფესიონალიზმი თუ უმაღლესით, ეს უკვე ადამიანის არჩევანზე უნდა იყოს და არანაირად არ შეიძლება დავაკნინოთ, მეორე ან მეათეხარისხოვანად მოვიხსენიოთ პროფესიული სასწავლებლები. მით უმეტეს, რომ ამ მიმართულებით წლიდან წლამდე უფრო მეტი ინტერესი არსებობს, უფრო მცირე პერიოდში ახალგაზრდებს და ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შესაძლებლობა ეძლევა გარკვეული პროფესია შეიძინოს.“ [BMG] – თქვა განათლების მინისტრმა გივი მიქანაძემ.

Discussion about this post