ველოდებით საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას. მე მგონი ამ გადაწყვეტილების შემდეგ ყველა ერთად დავისვენებთ .განაცხადა კობახიძემ პარტიების აკრძალვასთან დაკავშირებით, ოცნების საკონსტიტუციო სარჩელზე.
„ჩვენ ველოდებით საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას. მე მგონი ამ გადაწყვეტილების შემდეგ ყველა ერთად დავისვენებთ. მძიმე მდგომარეობაა ოპოზიციაში, მძიმე პროცესები ვითარდება და ეს ყველაფერი არის სისუსტის გამოძახილი. როდესაც სუსტდება რაიმე ორგანიზმი, შემდეგ ამას აქვს თავისი გამოვლინება და ამ შემთხვევაში ერთმანეთთან დაპირისპირება, ლანძღვა არის, რა თქმა უნდა, ამის გამოხატულება“, – განაცხადა კობახიძემ.
ქართული ოცნება საკონსტიტუციო სასამართლოში 4 პოლიტიკური ძალის – კოალიცია ცვლილებისთვის, ენმ-ს, ფედერალისტებისა და ლელო-ძლიერი საქართველოს აკრძალვას ითხოვს.

Discussion about this post