უკრაინამ 252 სამხედრო მოსამსახურის ცხედარი დაიბრუნა, რუსეთს კი 23 გადასცა .ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს და წერს, რომ გაცვლის პროცესი ბელარუსის ტერიტორიაზე, „ნოვაია გუტას“ სასაზღვრო-გამშვებ პუნქტზე განხორციელდა. მათივე ცნობით, გაცვლის შესახებ ინფორმაცია რუსეთის სახელმწიფო დუმის დეპუტატმა შამსაილ სარალიევმა და ბელარუსულმა სახელმწიფო სააგენტო Belta-მ დაადასტურეს. უკრაინის სამხედრო ტყვეებთან მოპყრობის საკოორდინაციო შტაბის ცნობით, პროცესში ჩართული იყო წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტი.

Discussion about this post