წამყვანი ტელეარხების ბოიკოტის შემდეგ თეთრმა სახლმა “ტრამპის ტელევიზია” აამოქმედა . ახალი პლატფორმა ტრამპის ადმინისტრაციის ღონისძიებებს 24-საათიან რეჟიმში გადასცემს და ის ამ დროისთვის სოციალურ ქსელში ფუნქციონირებს.
აშშ-ის პრეზიდენტმა რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ CNN-ს, MSNBC-სა და Politico-ს, “ყალბი ამბების გავრცელების” გამო, თეთრ სახლში შესვლას უკრძალავს. მოგვიანებით გავრცელდა ინფორმაცია, რომ აშშ-ის წამყვანი მედიასაშუალებები – CNN, MS NOW და Politico – დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელის შეტანას გეგმავენ. დავის მთავარი მიზეზი თეთრ სახლში ჟურნალისტების აკრედიტაციის შეზღუდვა გახდა. მედიაკომპანიები მიიჩნევენ, რომ ტრამპის ადმინისტრაციის ქმედებები არღვევს აშშ-ის კონსტიტუციის პირველ შესწორებას, რომელიც პრესის თავისუფლებას იცავს და ხელს უშლის საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი ინფორმაციის გავრცელებას.
ტრამპის ამ გადაწყვეტილების გამო, აშშ-ის წამყვანმა სატელევიზიო ქსელებმა, მათ შორის Fox News-მა, ABC News-მა, CBS News-მა, CNN-მა და NBC News-მა ტრამპის პრესკონფერენციებისა და ღონისძიებების გადაღებას ბოიკოტი გამოუცხადეს

Discussion about this post