სი ძინპინი აშშ-ში ჩავიდა, დონალდ ტრამპი მას აეროპორტში პირადად დახვდა . ინფორმაციას BBC ავრცელებს და წერს, რომ 1962 წლის შემდეგ ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც აშშ-ის პრეზიდენტი უცხო ქვეყნის ლიდერს „ენდრიუსის“ სამხედრო ბაზაზე პირადად დახვდა.
“ჩინეთი და შეერთებული შტატები პარტნიორები უნდა იყვნენ და არა მეტოქეები“ .ნათქვამია სი ძინპინის განცხადებაში, რომელიც ჩინეთის საელჩომ წერილობით გაავრცელა.
ჩინეთის ლიდერი სი ძინპინი სამდღიანი სახელმწიფო ვიზიტით ვაშინგტონში ჩავიდა. აშშ-ის პრეზიდენტი და პირველი ლედი ჩინეთის ლიდერსა და მის მეუღლეს მერილენდში მდებარე ენდრიუსის სამხედრო ბაზაზე დახვდნენ. გავრცელებული ინფორმაციით, ჩინეთის ლიდერის აშშ-ში ვიზიტი მოიცავს დახურულ შეხვედრებს, სახელმწიფო ვახშამს და არაერთ მნიშვნელოვან საკითხზე მოლაპარაკებებს, მათ შორის ხელოვნურ ინტელექტზე, ირანის ომსა და ტაივანზე, ასევე სავაჭრო ზავის გახანგრძლივებაზე.
ტრამპსა და მედიას შორის კონფლიქტის ფონზე, ამერიკულმა ტელემაუწყებლებმა – ABC, CBS, CNN, Fox News და NBC – სი ძინპინის აშშ-ში ჩასვლა პირდაპირ ეთერში არ გააშუქეს.

Discussion about this post