სოციალურ ქსელში მამუკა მდინარაძის ოფიციალური Facebook-გვერდი აღარ იძებნება
27 აგვისტოს გამართულ ბრიფინგზე მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რომ ტოვებდა რეგიონული განვითარების მინისტრის თანამდებობას და პოლიტიკასაც. მანამდე, არასრულ ერთ წელში, მდინარაძემ სამი თანამდებობა გამოიცვალა. ის არასრული 8 თვე ხელმძღვანელობდა სუს-ს, რომლის უფროსადაც 6 წლის ვადით იყო დამტკიცებული. ამ პერიოდში ირაკლი კობახიძის განკარგულებით მას 7 წოდება მიენიჭა, თანამდებობის დატოვებამდე ერთი დღით ადრე გახდა გენერალ-მაიორიც. ამის შემდეგ მდინარაძე სახელმწიფო მინისტრად დანიშნეს სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში – ამ თანამდებობაზე მან 3 თვე გაატარა. 26 ივლისს, ის რეგიონული განვითარების მინისტრად დაინიშნა. მინისტრად მას სექტემბრის პირველ კვირამდე – რეგიონული განვითარების სამინისტროს გაუქმებამდე უნდა ემუშავა, შემდეგ კი მისთვის ახალი პოსტი შეიქმნებოდა. მდინარაძის წასვლის შემდეგ ინფრასტრუქტურისა და რეგიონული განვითარების სამინისტროები კვლავ გაერთიანდა, მისი ყოფილი პოსტი კი გაუქმდა.

Discussion about this post