TV PLAY
help@meganews.ge
პარასკევი, 25 სექტემბერი, 2026
  • კონტაქტი
meganews.ge
  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • კატეგორიები
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • სპორტი
    • რელიგია
    • ამინდი
    • ჰოროსკოპი
No Result
View All Result
meganews.ge
პარასკევი, 25 სექტემბერი, 2026
  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • კატეგორიები
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • სპორტი
    • რელიგია
    • ამინდი
    • ჰოროსკოპი
No Result
View All Result
No Result
View All Result
meganews.ge

რუსეთმა შესაძლოა 1 ნოემბრიდან სომხეთს ბუნებრივი აირის მიწოდება სრულად შეუწყვიტოს

რუსეთს არასდროს უთქვამს უარი იმ ქვეყნებთან თანამშრომლობაზე, რომლებსაც მასთან კავშირების განვითარება სურთ – ვლადიმერ პუტინი

რუსეთმა შესაძლოა 1 ნოემბრიდან სომხეთს ბუნებრივი აირის მიწოდება სრულად შეუწყვიტოს, თუ ერევნის მთავრობა მოსკოვის მიერ წამოყენებულ რამდენიმე პოლიტიკურ მოთხოვნას არ შეასრულებს. – ამის შესახებ ინფორმაციას სომხური გამოცემა Hraparak ავრცელებს, რომელიც ეყრდნობა საკუთარ წყაროებს რუსეთში.

ციტირებული წყაროების ცნობით, 1 ნოემბრის შემდეგ შესაძლოა მოხდეს „მსხვილი ავარია“ ან სხვა ფორსმაჟორული შემთხვევა, რაც რუსული გაზის მიწოდების აღდგენას შეაფერხებს. ამავდროულად, წყაროები ამტკიცებენ, რომ მოსკოვმა სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს ამ სცენარის თავიდან ასაცილებლად ოთხი კონკრეტული მოთხოვნა წარუდგინა: პირველი პირობა სომხეთში რუსეთის 102-ე სამხედრო ბაზის ყოფნას ეხება – მოსკოვი ითხოვს, რომ ფაშინიანმა თავი შეიკავოს მისი განლაგების საკითხზე დისკუსიების წამოწყებისგან; მეორე მოთხოვნა რუსული საკუთრების აქტივებს ეხება, მათ შორის ეროვნულ რკინიგზის ქსელსა და „გაზპრომს“. სომხეთის ხელისუფლებამ უნდა შეწყვიტოს ამ აქტივებთან დაკავშირებული ნებისმიერი ქმედება, რაც მოსკოვის მიერ შესაძლოა აღქმული იყოს როგორც რუსულ კაპიტალზე ხელყოფა; მესამე პირობა საგარეო პოლიტიკურ კურსს ეხება, კერძოდ, არჩევანს ევრაზიულ ეკონომიკურ კავშირსა და ევროკავშირს შორის. ცნობების თანახმად, მოსკოვი ერევნისგან ითხოვს, ან გააუქმოს კანონი „ევროკავშირში სომხეთის რესპუბლიკის გაწევრიანების პროცესის დაწყების შესახებ“, ან დანიშნოს კონკრეტული თარიღი ამ საკითხზე საყოველთაო რეფერენდუმის ჩასატარებლად; მეოთხე მოთხოვნა პრორუსი პოლიტიკური მოღვაწეების დევნის შეწყვეტას ითვალისწინებს, კერძოდ, საუბარია რობერტ ქოჩარიანზე, გაგიკ წარუკიანზე, ანდრანიკ თევანიანსა და სამველ კარაპეტიანზე.

გარდა ამისა, Hraparak-ის წყაროები ასახელებენ კიდევ ერთ მოთხოვნას: სომხეთის მთავრობაში მისაღები ვიცე-პრემიერის დანიშვნას, რომელთანაც რუსი ოფიციალური პირები პირდაპირ კოორდინაციას შეძლებენ.კრემლის მხრიდან სომხეთზე ეკონომიკური ზეწოლა მოჰყვა დიპლომატიურ დავათა სერიას, რომელიც სომხეთის დასავლურ კურსს უკავშირდება. პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა მანამდე უარი თქვა 28-29 მაისს გამართულ ევრაზიული ეკონომიკური კავშირის სამიტზე დასწრებაზე 7 ივნისის საპარლამენტო კამპანიის მიზეზით.

საპასუხოდ, რუსეთის ლიდერმა ვლადიმერ პუტინმა სომხეთს შესთავაზა რეფერენდუმის ჩატარება მოსკოვის მეთაურობით არსებული სავაჭრო ბლოკიდან გამოსვლისა და ევროკავშირის წევრობისკენ სწრაფვის შესახებ, რასაც მან პოტენციური „ურთიერთხელსაყრელი განქორწინება“ უწოდა.

ფაშინიანმა ეს ფორმულირება უარყო და განაცხადა, რომ სომხეთი სახელმწიფოთაშორისი ლოგიკით მოქმედებს და გააგრძელებს საკანონმდებლო ცვლილებების გატარებას ევროკავშირთან ურთიერთობების გასაღრმავებლად, ევრაზიული ეკონომიკური კავშირის წინაშე არსებული მიმდინარე ვალდებულებების პარალელურად.

გაზიარება
წინა პოსტი

კობახიძე ნიუ-იორკში ფაშინიანს შეხვდა

შემდეგი პოსტი

განხორციელდა თანამშრომლების უსაფრთხო ადგილზე ევაკუაცია -შსს განცხადებას ავრცელებს

Discussion about this post

სექტემბერი 2026
ო ს ო ხ პ შ კ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930  
« აგვ    

კატეგორიები

  • ამინდი
  • ახალი ამბები
  • ეკონომიკა
  • ვიდეო
  • კულტურა
  • მედიცინა
  • მთავარი
  • მსოფლიო
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • რელიგია
  • საზოგადოება
  • საინტერესოა
  • სამართალი
  • სპორტი
  • ყველა სიახლე
  • ჰოროსკოპი

ტეგები

akademia metreveli SWIFT ავარია ავარია სამტრედიაში აჭარა ბათუმი–ახალციხის დამაკავშირებელი გზის ერთი ნაწილი ჩამოინგრა ბაქტერია თხილის პლანტაციებს ახმობს გოგირდის აუზები გორდი გურია გურიის სტიქია ელდარ ემიგრანტი თემურ ქათამაძემ შიმშილობა შეწყვიტა თუშეთი თხილის პლანტაციები იტალია კონკურენციის მეამა ნაგავი რიონისპირა სახლების რეაბილიტაცია სააგენტო საგამოფენო სივრცე გორდში სკვერი სამტრედიაში სოფლის ნობათი ტყითსარგებლობა უკანონო ქარელის საბავშვო ბაღში 3 წლის ბავშვს კარადა დაეცა ქართული კინო შენგელაია ხონი ხონის მერია

© 2025 meganews.ge - ახალი ამბები 'მეგანიუსი'

  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • კატეგორიები
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • სპორტი
    • რელიგია
    • ამინდი
    • ჰოროსკოპი
No Result
View All Result

© 2025 meganews.ge - ახალი ამბები 'მეგანიუსი'