რუსთავის ავტობანზე ავარიას ახალგაზრდა კაცი ემსხვერპლა . ინფორმაციას “ინფო რუსთავი“ ავრცელებს და წერს, რომ მსუბუქი ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და არხში გადავარდა. შემთხვევის შედეგად ადგილზე დაიღუპა ახალგაზრდა კაცი. ადგილზე მობილიზებულები იყვნენ სახანძრო-სამაშველო სამსახურისა და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები.

Discussion about this post