TV PLAY
help@meganews.ge
ორშაბათი, 28 სექტემბერი, 2026
  • კონტაქტი
meganews.ge
  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • კატეგორიები
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • სპორტი
    • რელიგია
    • ამინდი
    • ჰოროსკოპი
No Result
View All Result
meganews.ge
ორშაბათი, 28 სექტემბერი, 2026
  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • კატეგორიები
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • სპორტი
    • რელიგია
    • ამინდი
    • ჰოროსკოპი
No Result
View All Result
No Result
View All Result
meganews.ge

საქართველოში პატიმართა რაოდენობა ყოველ 100 000 მოსახლეზე დაახლოებით 232-ს შეადგენს

საქართველოში პატიმართა რაოდენობა ყოველ 100 000 მოსახლეზე დაახლოებით 232-ს შეადგენს

 

2025 წლის იანვრის მონაცემებით, საქართველოში პატიმართა რაოდენობა ყოველ 100 000 მოსახლეზე დაახლოებით 232-ს შეადგენს . წერს საია გაეროს სპეციალური მომხსენებლისთვის ციხის პოპულაციის ზრდასთან დაკავშირებით წარდგენილ ანგარიშში. მათივე ცნობით, ევროპის საბჭოში საქართველოს მხოლოდ თურქეთის, აზერბაიჯანისა და მოლდოვის მაჩვენებლები აღემატება

“წამების შესახებ გაეროს სპეციალური მომხსენებელი ციხეებში გადატვირთულობის შემცირებისა და პრევენციის შესახებ ტექნიკურ სახელმძღვანელოს ამზადებს, რომლის შემუშავების პროცესშიც ინფორმაციას იღებს, მათ შორის, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებიდან.

აღნიშნული სახელმძღვანელოს მომზადების მიზნით, “საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ” სპეციალურ მომხსენებელს 2026 წლის 28 სექტემბერს გაუზიარა დოკუმენტი, რომელიც საქართველოში ციხის მოსახლეობის მაღალ მაჩვენებელთან დაკავშირებულ გამოწვევებს მიმოიხილავს.

დოკუმენტში განხილულია ციხის პოპულაციის რაოდენობასთან დაკავშირებით არსებული სტატისტიკა, ყურადღება გამახვილებულია საქართველოში პატიმართა ერთ-ერთ ყველაზე მაღალ მაჩვენებელზე ევროპაში, პატიმართა რაოდენობის ზრდაზე და ცალკეულ დაწესებულებებში არსებულ ლოკალურ გადატვირთულობაზე.

ასევე, მიმოხილულია პირობით ვადამდე გათავისუფლებისა და სასჯელის მოუხდელი ნაწილის შეცვლის გამოწვევები, აღნიშნული ზომების გამოყენების შემცირება, გადაწყვეტილებების არათანმიმდევრულობა. დოკუმენტი ასევე შეეხება აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის ფართო გამოყენების, თავისუფლების აღკვეთის ალტერნატივების არასათანადო გამოყენებისა და დასჯაზე ორიენტირებული სისხლისსამართლებრივი პოლიტიკის პრობლემებს.

დოკუმენტი ასევე მიუთითებს პრევენციის, რეაბილიტაციისა და სოციალური მხარდაჭერის მექანიზმების გაძლიერების საჭიროებაზე და პატიმართა რაოდენობის ზრდას განიხილავს ადამიანის უფლებების მდგომარეობისა ფართო გაუარესების კონტექსტში. აღნიშნულ საკითხებზე დაყრდნობით, დოკუმენტში წარმოდგენილია რეკომენდაციები” | ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში

გაზიარება
წინა პოსტი

ესპანეთში, ქალაქ მადრიდში ქართველი ქალი გარდაცვლილი იპოვეს

Discussion about this post

სექტემბერი 2026
ო ს ო ხ პ შ კ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930  
« აგვ    

კატეგორიები

  • ამინდი
  • ახალი ამბები
  • ეკონომიკა
  • ვიდეო
  • კულტურა
  • მედიცინა
  • მთავარი
  • მსოფლიო
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • რელიგია
  • საზოგადოება
  • საინტერესოა
  • სამართალი
  • სპორტი
  • ყველა სიახლე
  • ჰოროსკოპი

ტეგები

akademia metreveli SWIFT ავარია ავარია სამტრედიაში აჭარა ბათუმი–ახალციხის დამაკავშირებელი გზის ერთი ნაწილი ჩამოინგრა ბაქტერია თხილის პლანტაციებს ახმობს გოგირდის აუზები გორდი გურია გურიის სტიქია ელდარ ემიგრანტი თემურ ქათამაძემ შიმშილობა შეწყვიტა თუშეთი თხილის პლანტაციები იტალია კონკურენციის მეამა ნაგავი რიონისპირა სახლების რეაბილიტაცია სააგენტო საგამოფენო სივრცე გორდში სკვერი სამტრედიაში სოფლის ნობათი ტყითსარგებლობა უკანონო ქარელის საბავშვო ბაღში 3 წლის ბავშვს კარადა დაეცა ქართული კინო შენგელაია ხონი ხონის მერია

© 2025 meganews.ge - ახალი ამბები 'მეგანიუსი'

  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • კატეგორიები
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • სპორტი
    • რელიგია
    • ამინდი
    • ჰოროსკოპი
No Result
View All Result

© 2025 meganews.ge - ახალი ამბები 'მეგანიუსი'