საქართველოში სექტემბერში ბენზინი 31 თეთრამდე, დიზელი კი 50 თეთრამდე გაძვირდა. ინფორმაციას კომერსანტი ავრცელებს და წერს, რომ სექტემბერში ბრენდირებულ ავტოგასამართი სადგურების ქსელებში სხვადასხვა ტიპის საწვავის ღირებულება 19-დან 50 თეთრამდე გაიზარდა. ფასების ცვლილების ყველაზე მკვეთრი ზრდა დიზელზე დაფიქსირდა. საწვავის გაძვირება საერთაშორისო ბაზარზე ნავთობის ფასების ზრდას უკავშირდება.

Discussion about this post