TV PLAY
help@meganews.ge
პარასკევი, 2 ოქტომბერი, 2026
  • კონტაქტი
meganews.ge
  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • კატეგორიები
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • სპორტი
    • რელიგია
    • ამინდი
    • ჰოროსკოპი
No Result
View All Result
meganews.ge
პარასკევი, 2 ოქტომბერი, 2026
  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • კატეგორიები
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • სპორტი
    • რელიგია
    • ამინდი
    • ჰოროსკოპი
No Result
View All Result
No Result
View All Result
meganews.ge

პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინეს

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ვანთაში, 70 წლამდე ქალი გაძარცვეს

” საქართველოს პროკურატურამ თოთხმეტი წლის ასაკს მიუღწეველი ორი არასრულწლოვანის მიმართ ჩადენილი გარყვნილი ქმედების, სექსუალური ხასიათის ქმედების იძულების და პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინეს.

თბილისის პროკურატურის პირადი ცხოვრების ხელყოფის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულს სოციალური ქსელის – „TikTok“-ის ყალბი ანგარიშების და „whatsapp”-ის აპლიკაციით, 8 და 11 წლის მოზარდებთან, ნდობის მოპოვების შემდეგ, სექსუალური შინაარსის კომუნიკაცია ჰქონდა. დაზარალებულების ასაკის გამოყენებით და სახელის გამტეხი ინფორმაციის გავრცელების მუქარით, აიძულებდა მათ ინტიმური შინაარსის, მათ შორის, სექსუალური ხასიათის ქმედებების ამსახველი ფოტო-ვიდეოს გადაღებას და გაგზავნას და ერთ-ერთ დაზარალებულს თავადაც უგზავნიდა სექსუალური შინაარსის ვიდეოებს. ასევე, ბრალდებულმა დაზარალებულისგან უკანონოდ მოპოვებული ინტიმური შინაარსის ფოტოსურათები გაუგზავნა მის დედას.

მას ბრალდება დაუსწრებლად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 157-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით (პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონო მოპოვება, გამოყენება და გავრცელება), 141-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტით (წინასწარი შეცნობით თოთხმეტი წლის ასაკს მიუღწეველი პირის მიმართ გარყვნილი ქმედება) და 139-ე მუხლის მე-4 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით (არასრულწლოვანის მიმართ სექსუალური ხასიათის ქმედების იძულება) წარედგინა, რაც 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ბრალდებულს, სხვა სისხლის სამართლის საქმეზე, აღკვეთის ღონისძიების სახით დაუსწრებლად შეფარდებული აქვს პატიმრობა და მის მიმართ გამოცხადებულია ძებნა. პროკურატურამ წინასასამართლო სხდომის თარიღის განსაზღვრის თაობაზე სასამართლოს უკვე მიმართა.

პროკურატურა ბრალდებულის მიმართ შესაბამის სამართლებრივ ღონისძიებებს გაატარებს.

აღნიშნული კატეგორიის საქმეებზე საქართველოს პროკურატურა მკაცრ სისხლის სამართლის პოლიტიკას ატარებს, რასაც მომავალშიც გააგრძელებს” – წერს საქართველოს პროკურატურა გავრცელებულ განცხადებაში.

გაზიარება
წინა პოსტი

რუსეთის მოქალაქე, რომელმაც აივნიდან გადმოაშარდა, 15 დღით დააპატიმრეს და ქვეყნიდან გააძევებენ

შემდეგი პოსტი

მზია ამაღლობელს პოლონეთის საგარეომ ლეხ ვალენსას სოლიდარობის ჯილდო გადასცეს

Discussion about this post

ოქტომბერი 2026
ო ს ო ხ პ შ კ
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031  
« სექ    

კატეგორიები

  • ამინდი
  • ახალი ამბები
  • ეკონომიკა
  • ვიდეო
  • კულტურა
  • მედიცინა
  • მთავარი
  • მსოფლიო
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • რელიგია
  • საზოგადოება
  • საინტერესოა
  • სამართალი
  • სპორტი
  • ყველა სიახლე
  • ჰოროსკოპი

ტეგები

akademia metreveli SWIFT ავარია ავარია სამტრედიაში აჭარა ბათუმი–ახალციხის დამაკავშირებელი გზის ერთი ნაწილი ჩამოინგრა ბაქტერია თხილის პლანტაციებს ახმობს გოგირდის აუზები გორდი გურია გურიის სტიქია ელდარ ემიგრანტი თემურ ქათამაძემ შიმშილობა შეწყვიტა თუშეთი თხილის პლანტაციები იტალია კონკურენციის მეამა ნაგავი რიონისპირა სახლების რეაბილიტაცია სააგენტო საგამოფენო სივრცე გორდში სკვერი სამტრედიაში სოფლის ნობათი ტყითსარგებლობა უკანონო ქარელის საბავშვო ბაღში 3 წლის ბავშვს კარადა დაეცა ქართული კინო შენგელაია ხონი ხონის მერია

© 2025 meganews.ge - ახალი ამბები 'მეგანიუსი'

  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • კატეგორიები
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • სპორტი
    • რელიგია
    • ამინდი
    • ჰოროსკოპი
No Result
View All Result

© 2025 meganews.ge - ახალი ამბები 'მეგანიუსი'