საქართველოს საპატრიარქოს მოსკოვის საპატრიარქოს დელეგაცია ეწვია .ინფორმაციას საპატრიარქოს ტელევიზია “ერთსულოვნება” ავრცელებს
მათივე ინფორმაციით, სტუმრებმა საქართველოს ეკლესიის მეთაურს პატრიარქად აღსაყდრება მიულოცეს და რუსეთის პატრიარქის მილოცვა პირადად გადასცეს.
მოსკოვის საპატრიარქოს დელეგაცია შიო მესამემ პირადად მიიღო, შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ სინოდის სხვა წევრებიც, პროტოპრესვიტერი გიორგი ზვიადაძე, პატრიაქრის მდივანი – დეკანოზი მიქაელ ბოტკოველი და საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე.

Discussion about this post