ვანის, წალკის, დმანისისა და ახმეტის მუნიციპალიტეტებში საკრებულოების შუალედური არჩევნები მიმდინარეობს, სადაც მხოლოდ ოცნებისა და ძლიერი საქართველო – ლელოს კანდიდატები მონაწილეობენ .საარჩევნო უბნები 08:00 საათზე გაიხსნა. არჩევნები მაჟორიტარული სისტემით ტარდება და ამომრჩევლებმა მუნიციპალიტეტების საკრებულოების 4 მაჟორიტარი წევრი უნდა აირჩიონ. შუალედური არჩევნებისთვის ოთხივე საარჩევნო ოლქში ჯამში შვიდი საარჩევნო უბანი გაიხსნა, მათ შორის ოთხი წალკაში. საარჩევნო უბნები გახსნილია ახმეტაში – სოფელ კასრისწყალში, დმანისში – სოფ. ველისპირსა და სოფ. განახლებას შორის, წალკაში სოფლებში – იმერაში, ბარეთში, საბეჭისსა და ლივადში, ვანში – სოფელ ფერეთაში
ცესკოს ცნობით, საარჩევნო პროცესში გამოყენებული იქნება როგორც ელექტრონული, ისე ტრადიციული კენჭისყრის მოდელი. ცნობილია, რომ ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა 2 225-ს შეადგენს
შუალედური არჩევნებისთვის რეგისტრირებულია 2 პოლიტიკური პარტიის მიერ წარდგენილი მაჟორიტარობის 7 კანდიდატი. დმანისში, წალკასა და ვანში რეგისტრირებული არიან კანდიდატები საარჩევნო სუბიექტებიდან ქართული ოცნება და ძლიერი საქართველო – ლელო, ახმეტაში კი მხოლოდ ოცნების კანდიდატია რეგისტრირებული

Discussion about this post