„დღეს 4 ოქტომბერია. დღე, როდესაც საქართველოს დამხობა სცადეს და თავად დაემხნენ“- წერს პაპუაშვილი. ის სოციალურ ქსელში აქვეყნებს ვიდეოს, რომელიც 2025 წლის 4 ოქტომბერს განვითარებულ მოვლენებს უკავშირდება.
2025 წლის 4 ოქტომბრის აქციიდან მალევე, შეკრების საორგანიზაციო კომიტეტის ხუთივე წევრი – პაატა ბურჭულაძე, მურთაზ ზოდელავა, ირაკლი ნადირაძე, პაატა მანჯგალაძე და ვაჟა ბერიძე დააკავეს. მომდევნო 2 კვირის მანძილზე ქვეყნის მასშტაბით აიყვანეს აქციის 57 მონაწილე. მათგან მხოლოდ სამს შეუფარდეს გირაო, დანარჩენებს – პატიმრობა. ამავე საქმეზე გდდ-ის ყოფილი თანამშრომლის, ირაკლი შაიშმელაშვილის მიმართ გამოცხადდა ძებნა – კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისკენ და სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ მოწოდების ბრალდებით. დეკემბერში 4 ოქტომბრის ორგანიზების ბრალდებით დააკავეს თავდაცვის ყოფილი მინისტრი ბაჩო ახალაიაც.

Discussion about this post