TV PLAY
help@meganews.ge
ორშაბათი, 19 ოქტომბერი, 2026
  • კონტაქტი
meganews.ge
  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • კატეგორიები
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • სპორტი
    • რელიგია
    • ამინდი
    • ჰოროსკოპი
No Result
View All Result
meganews.ge
ორშაბათი, 19 ოქტომბერი, 2026
  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • კატეგორიები
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • სპორტი
    • რელიგია
    • ამინდი
    • ჰოროსკოპი
No Result
View All Result
No Result
View All Result
meganews.ge

ადამიანის სიცოცხლე და ღირსება ღვთის წინაშე ყველაზე დიდი ფასეულობებია

ადამიანის სიცოცხლე და ღირსება ღვთის წინაშე ყველაზე დიდი ფასეულობებია

“ქრისტიანული სარწმუნოება გვასწავლის, რომ სიმართლე არ შეიძლება დაიმალოს ძალაუფლების, შიშის ან სისტემის დაცვის გამო. ადამიანის სიცოცხლე და ღირსება ღვთის წინაშე ყველაზე დიდი ფასეულობებია, ხოლო ჩადენილ უსამართლობაზე დუმილი თავადაც მძიმე პასუხისმგებლობაა.
2012 წლამდე ბევრ მეგობარს საკუთარი ხელით დავუხუჭე თვალები, წინა ხელისუფლების რეჟიმის მსხვერპლებს. ამიტომ განსაკუთრებით კარგად ვიცი, რას ნიშნავს, როცა სახელმწიფოში ადამიანის სიცოცხლესა და ღირსებაზე მაღლა დგება სისტემის დაცვა და სიმართლის დამალვა.
სწორედ ამიტომ, რაც დღეს პენიტენციურ სისტემაში ხდება, საზოგადოებას კითხვების დასმის სრულ უფლებას აძლევს.

პენიტენციური სამსახური უარყოფს პატიმრის თითით გაუპატიურების ფაქტს. ოჯახი და საზოგადოება კი ითხოვს ძალიან მარტივ რამეს – გასაჯაროვდეს სრული ვიდეოჩანაწერი, ხმის თანხლებით, თავიდან ბოლომდე, რათა საზოგადოებამ თავად ნახოს და მოისმინოს, რა მოხდა სინამდვილეში.
და თუ პატიმრებმა ხმაური ატეხეს, საზოგადოებას უნდა აუხსნან რეალური მიზეზი. ეს არ ყოფილა „ცუდი სიზმრის ნახვის“ გამო ატეხილი ხმაური, როგორც ახლა ცდილობენ ამის წარმოჩენას. საუბარია პატიმრების სოლიდარობის და პროტესტის უკიდურესი ფორმით გამოხატვაზე. თუ სწორედ ამის შემდეგ მოხდა ბადრაგის მხრიდან პატიმრების ცემა, ეს ფაქტიც აუცილებლად უნდა დადგინდეს და გამოძიებულ იქნეს.

2012 წლის გამოცდილებამ ძალიან კარგად გვაჩვენა, რა შედეგამდე შეიძლება მიგვიყვანოს, როდესაც ძალადობისა და დანაშაულის შესახებ სიმართლის ნაცვლად საზოგადოებას მხოლოდ “ოფიციალურ” ვერსიებს აწვდიან. ამიტომ დღეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ერთი რამ – ნუ დააფარებენ ხელს სავარაუდო საზარელი დანაშაულის ჩამდენთ. ვინც არ უნდა იყოს ის, რა თანამდებობაც არ უნდა ეკავოს და რომელ უწყებასაც არ უნდა წარმოადგენდეს, თუ ეს არაადამიანური დანაშაული ჩაიდინა, პასუხი უნდა აგოს.

ეს არ არის პოლიტიკური ანგარიშსწორების საკითხი. ეს არის ადამიანის ფუნდამენტური უფლების – ღირსების, სიცოცხლისა და კანონის წინაშე თანასწორობის საკითხი.
ერთხელ და სამუდამოდ უნდა დაესვას წერტილი ამ ქვეყანაში ასეთ სისაძაგლეებს.
ნუ აყრით ხალხს ნაცარს თვალებში.
ნუ გვიყვებით „ცუდი სიზმრების“ ისტორიებს.
გაასაჯაროვეთ სრული ჩანაწერი ხმით, თავიდან ბოლომდე და საზოგადოებამ თავად ნახოს, რა მოხდა.
ჩვენ უკვე ერთხელ ვნახეთ,რა ფასად შეიძლება დაუჯდეს ქვეყანას სიმართლის დამალვა და ხელისუფლებამ იგივე შეცდომები არ უნდა გაიმეოროს!
“არა არს დაფარული,რომელი არა გამოცხადნეს, და დამალული, რომელი არა საცნაურ იყოს.”(ლუკა.12.2)“ | მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსი გიორგი ჯამდელიანის განცხადებას ეპარქია სოციალურ ქსელში ავრცელებს

გაზიარება
წინა პოსტი

ვალუტის განახლებული კურსი

შემდეგი პოსტი

გიორგი დავითაძის სოლიდარობის ნიშნად რუსთავის N6 პენიტენციური დაწესებულების 6-მა პატიმარმა შიმშილობა დაიწყო

Discussion about this post

ოქტომბერი 2026
ო ს ო ხ პ შ კ
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031  
« სექ    

კატეგორიები

  • ამინდი
  • ახალი ამბები
  • ეკონომიკა
  • ვიდეო
  • კულტურა
  • მედიცინა
  • მთავარი
  • მსოფლიო
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • რელიგია
  • საზოგადოება
  • საინტერესოა
  • სამართალი
  • სპორტი
  • ყველა სიახლე
  • ჰოროსკოპი

ტეგები

akademia metreveli SWIFT ავარია ავარია სამტრედიაში აჭარა ბათუმი–ახალციხის დამაკავშირებელი გზის ერთი ნაწილი ჩამოინგრა ბაქტერია თხილის პლანტაციებს ახმობს გოგირდის აუზები გორდი გურია გურიის სტიქია ელდარ ემიგრანტი თემურ ქათამაძემ შიმშილობა შეწყვიტა თუშეთი თხილის პლანტაციები იტალია კონკურენციის მეამა ნაგავი რიონისპირა სახლების რეაბილიტაცია სააგენტო საგამოფენო სივრცე გორდში სკვერი სამტრედიაში სოფლის ნობათი ტყითსარგებლობა უკანონო ქარელის საბავშვო ბაღში 3 წლის ბავშვს კარადა დაეცა ქართული კინო შენგელაია ხონი ხონის მერია

© 2025 meganews.ge - ახალი ამბები 'მეგანიუსი'

  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • კატეგორიები
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • სპორტი
    • რელიგია
    • ამინდი
    • ჰოროსკოპი
No Result
View All Result

© 2025 meganews.ge - ახალი ამბები 'მეგანიუსი'