TV PLAY
help@meganews.ge
ორშაბათი, 19 ოქტომბერი, 2026
  • კონტაქტი
meganews.ge
  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • კატეგორიები
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • სპორტი
    • რელიგია
    • ამინდი
    • ჰოროსკოპი
No Result
View All Result
meganews.ge
ორშაბათი, 19 ოქტომბერი, 2026
  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • კატეგორიები
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • სპორტი
    • რელიგია
    • ამინდი
    • ჰოროსკოპი
No Result
View All Result
No Result
View All Result
meganews.ge

ბანოჯაში დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღეს

ზღვაში მაშველებმა ერთი პირის ცხედარი იპოვეს

მიწიდან ამოღებული ნივთმტკიცებები 12 კილოგრამამდე “მეტადონია”, საღეჭი რეზინის ქაღალდებით მონიშნულ შეფუთვებში კი “ჰაშიშია”. ნარკოტიკული საშუალება 28 კილოგრამამდე იწონიდა.

12 კილოგრამამდე “მეტადონი” და 28 კილოგრამამდე “ჰაშიში” ე.წ. შავ ბაზარზე 14 მილიონ ლარად არის შეფასებული. ტყეში დამალული ნარკოტიკის გავრცელების ფაქტი აღკვეთილია, ნარკოდანაშაულისთვის კი უკრაინის ორი მოქალაქეა დაკავებული.

ორგანიზებული ჯგუფის კვალზე პოლიცია შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების შედეგად გავიდა. დაკავების ღონისძიება სოფელ ბანოჯაში ჩატარდა. მანამდე კი სამართალდამცველებმა ნარკოდამნაშავეების გადაადგილების მარშრუტი შეისწავლეს და ის სქემა გაშიფრეს, რომლითაც უცხო ქვეყნის მოქალაქეები მოქმედებდნენ.

“კურიერმა” ნარკოდანაშაულის მასშტაბური სქემის დეტალები გაარკვია. უკრაინის მოქალაქეები ნარკოტიკების გავრცელების სქემაში აქტიურად იყვნენ ჩართულები, მოქმედებდნენ სხვადასხვა რეგიონში. განსაკუთრებით დიდი ოდენობით მეტადონს და ჰაშიშს მიტოვებულ ადგილებში ტოვებდნენ, ნარკოტიკის გასავრცელებლად კი სხვებს, ე.წ. დამდებებს იყენებდნენ.

ე.წ. დამდებები სამალავებთან მიდიოდნენ, ჯერ კიდევ დაუფასოებელ “მეტადონს” და “ჰაშიშს” იღებდნენ, კონკრეტული რაოდენობის მიხედვით აფასოებდნენ, დასადებად ამზადებდნენ და კლიენტებს უტოვებდნენ. გასაყიდი ნარკოტიკი პოლიციამ მანამდე ამოიღო, ვიდრე გაავრცელებდნენ.

ორგანიზებული ჯგუფის წევრების დასაკავებლად პოლიცია სოფელ ბანოჯაში იყო მობილიზებული. ნარკოტიკული საშუალებები უცხო ქვეყნის მოქალაქეებს პირადი ჩხრეკის დროსაც აღმოაჩნდათ. ორივე ქუთაისში დროებით ცხოვრობდა. მეზობლები მდგმურებს არ იცნობდნენ, ადგილობრივების თქმით, მათ კონტაქტი არავისთან ჰქონდათ.

ორგანიზებული ჯგუფის ორი წევრი დუმილის უფლებას იყენებს. ვინ იყვნენ ორგანიზებული ჯგუფის წევრების მოკავშირეები, ეს სავარაუდოდ უახლოეს პერიოდში გაირკვევა. პოლიცია მათი ვინაობის დასადგენად ამ დრომდე კომპლექსურ საგამოძიებო მოქმედებებს ატარებს.

უკრაინის მოქალაქეებს გენერალურმა პროკურატურამ ბრალი ოფიციალურად წარუდგინა. ბრალდების მხარის შუამდგომლობა სასამართლომ დააკმაყოფილა და ორივე მათგანი ორთვიან პატიმრობაში დატოვა. დანაშაული 20 წლამდე ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს.

გაზიარება
წინა პოსტი

ლოცვა,რომელიც დღეს უნდა წავიკითხოთ

შემდეგი პოსტი

ოთხი წლის წინ რუსეთი ჩვენს დაშანტაჟებას შეეცადა-ურსულა ფონ დერ ლაიენი

Discussion about this post

ოქტომბერი 2026
ო ს ო ხ პ შ კ
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031  
« სექ    

კატეგორიები

  • ამინდი
  • ახალი ამბები
  • ეკონომიკა
  • ვიდეო
  • კულტურა
  • მედიცინა
  • მთავარი
  • მსოფლიო
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • რელიგია
  • საზოგადოება
  • საინტერესოა
  • სამართალი
  • სპორტი
  • ყველა სიახლე
  • ჰოროსკოპი

ტეგები

akademia metreveli SWIFT ავარია ავარია სამტრედიაში აჭარა ბათუმი–ახალციხის დამაკავშირებელი გზის ერთი ნაწილი ჩამოინგრა ბაქტერია თხილის პლანტაციებს ახმობს გოგირდის აუზები გორდი გურია გურიის სტიქია ელდარ ემიგრანტი თემურ ქათამაძემ შიმშილობა შეწყვიტა თუშეთი თხილის პლანტაციები იტალია კონკურენციის მეამა ნაგავი რიონისპირა სახლების რეაბილიტაცია სააგენტო საგამოფენო სივრცე გორდში სკვერი სამტრედიაში სოფლის ნობათი ტყითსარგებლობა უკანონო ქარელის საბავშვო ბაღში 3 წლის ბავშვს კარადა დაეცა ქართული კინო შენგელაია ხონი ხონის მერია

© 2025 meganews.ge - ახალი ამბები 'მეგანიუსი'

  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • კატეგორიები
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • სპორტი
    • რელიგია
    • ამინდი
    • ჰოროსკოპი
No Result
View All Result

© 2025 meganews.ge - ახალი ამბები 'მეგანიუსი'