რუსეთმა კიევი ბალისტიკური რაკეტებით დაბომბა – არის მსხვერპლი . ინფორმაციას უკრაინული მედია კიევის მერის ვიტალი კლიჩკოს განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს და წერს, რომ თავდასხმის შედეგად დარტყმები დაფიქსირდა ობოლონის, შევჩენკოსა და პოდილის რაიონებში. მათივე ცნობით, დარნიციის რაიონში 2 ადამიანი დაიღუპა. გამოცემა წერს, რომ ბალისტიკური რაკეტების დარტყმის საფრთხის გამო, 03:09 საათზე კიევსა და უკრაინის ოლქების უმეტეს ნაწილში საჰაერო განგაში გამოცხადდა.

Discussion about this post