TV PLAY
help@meganews.ge
ორშაბათი, 19 ოქტომბერი, 2026
  • კონტაქტი
meganews.ge
  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • კატეგორიები
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • სპორტი
    • რელიგია
    • ამინდი
    • ჰოროსკოპი
No Result
View All Result
meganews.ge
ორშაბათი, 19 ოქტომბერი, 2026
  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • კატეგორიები
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • სპორტი
    • რელიგია
    • ამინდი
    • ჰოროსკოპი
No Result
View All Result
No Result
View All Result
meganews.ge

საია საზოგადოებას აცნობებს პენიტენციურ დაწესებულებაში საიას ადვოკატისთვის საქმიანობის განხორციელების ხელშეშლის საგანგაშო ფაქტის შესახებ

საია საზოგადოებას აცნობებს პენიტენციურ დაწესებულებაში საიას ადვოკატისთვის საქმიანობის განხორციელების ხელშეშლის საგანგაშო ფაქტის შესახებ

“საია საზოგადოებას აცნობებს პენიტენციურ დაწესებულებაში საიას ადვოკატისთვის საქმიანობის განხორციელების ხელშეშლის საგანგაშო ფაქტის შესახებ.

დღეს საიას ადვოკატი უფლებადაცვითი საქმიანობის ფარგლებში პენიტენციურ დაწესებულებაში იმყოფებოდა პატიმარ გიორგი დავითაძესთან შესახვედრად. როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, გ. დავითაძე მიუთითებს პენიტენციური სამსახურის თანამშრომლების მხრიდან მის გაუპატიურებაზე. შესაბამისად, საია, როგორც უფლებადაცვითი ორგანიზაცია, პატიმარს შეხვდა. შეხვედრის დასრულების შემდეგ, დაწესებულების დატოვებისას, ადვოკატს არ მისცეს პატიმართან შეხვედრისას გაკეთებული ჩანაწერების გატანის უფლება.

საია აღნიშნულ ქმედებას აფასებს როგორც საადვოკატო საქმიანობაში ჩარევას, ორგანიზაციის უფლებადაცვითი საქმიანობის ხელშეშლას და პატიმრისთვის ეფექტიანი სამართლებრივი დახმარების გაწევის დაბრკოლებას. ადვოკატის საქმიანობის თავისუფლება, დამოუკიდებლობა და მასში ჩაურევლობა საქართველოს კანონმდებლობით დაცული პრინციპებია.

პატიმრის ადვოკატთან შეხვედრის უფლება არ შემოიფარგლება მხოლოდ შეხვედრაზე დაშვებით. იგი გულისხმობს სამართლებრივი დახმარების რეალურად მიღების შესაძლებლობას, რისთვისაც ადვოკატს უნდა შეეძლოს კლიენტისგან მიღებული ინფორმაციის დოკუმენტირება და შემდგომი სამართლებრივი რეაგირებისთვის გამოყენება. შეხვედრისას გაკეთებული ჩანაწერების გატანის აკრძალვა ამ შესაძლებლობას უშუალოდ აფერხებს და გაუმართლებლად ზღუდავს.

მომხდარი განსაკუთრებით საგანგაშოა იმის გათვალისწინებით, რომ ადვოკატის შეხვედრა უკავშირდებოდა პატიმრის განცხადებებს შესაძლო მძიმე სექსუალური ძალადობის შესახებ. ასეთ გარემოებებში სახელმწიფო ვალდებულია, უზრუნველყოს ეფექტიანი გამოძიება და არ შექმნას დაბრკოლებები ინფორმაციის დოკუმენტირებისა და სამართლებრივი დაცვის მექანიზმების გამოყენებისთვის.

საიას ადვოკატი ჯუმბერ ქათამაძე რამდენიმე საათის განმავლობაში იყო დაყოვნებული პენიტენციურ დაწესებულებაში, რის შემდეგაც იძულებული გახდა, დაეხია საკუთარი ჩანაწერები და მხოლოდ ამის შემდეგ დაეტოვებინა დაწესებულება.
საია მოითხოვს:

საქართველოს სახალხო დამცველისგან – დაუყოვნებლივ შეისწავლოს შემთხვევა, როგორც უფლებადაცვითი ორგანიზაციის საქმიანობის განხორციელების, ისე პატიმრის სამართლებრივი დახმარებისა და კონფიდენციალური კომუნიკაციის გარანტიების დაცვის კუთხით და ყურადღება მიაქციოს პატიმრის უსაფრთხოებასა და შესაძლო ზეწოლის რისკებს;

საქართველოს ადვოკატთა ასოციაციისგან – მოახდინოს დროული და ქმედითი რეაგირება ადვოკატის პროფესიული უფლებების დასაცავად და შესაბამისი ორგანოების წინაშე დააყენოს მსგავსი შეზღუდვების აღკვეთის საკითხი;

პროკურატურისგან – დაიწყოს გამოძიება და შეისწავლოს ადვოკატის საქმიანობის ხელშეშლის გარემოებები.
აღსანიშნავია, რომ საიას წარმომადგენლები შესაბამისი რეაგირების მისაღებად ცდილობდნენ სახალხო დამცველთან დაკავშირებასაც. ამასთან, ისინი ესაუბრნენ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარეს და მიაწოდეს ინფორმაცია მომხდარის შესახებ მაშინ, როდესაც ადვოკატი ჯერ კიდევ პენიტენციურ დაწესებულებაში იმყოფებოდა.

ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ პატიმრის უფლებების დაცვა ვერ იქნება დამოკიდებული იმ უწყების ნებართვაზე, რომლის თანამშრომლების ქმედებებზეც იგი ჩივის. დამოუკიდებელი სამართლებრივი დახმარება და ადვოკატთან ურთიერთობის კონფიდენციალურობა უფლებების დაცვის აუცილებელი გარანტიებია და არა ადმინისტრაციის შეხედულებისამებრ დასაშვები პრივილეგია.

აქვე განვმარტავთ, რომ საია პატიმარ გ. დავითაძის საქმესთან მიმართებით განხორციელებული დოკუმენტირების შესახებ უახლოეს პერიოდში მიაწვდის საზოგადოებას უფრო ვრცელ ინფორმაციას” – წერს საია გავრცელებულ განცხადებაში.

გაზიარება
წინა პოსტი

ვალუტის განახლებული კურსი

შემდეგი პოსტი

მეფე ერეკლე II საქართველოს ისტორიის ერთ-ერთი გამორჩეული სახელმწიფო მოღვაწეა-მიხეილ ყაველაშვილი

Discussion about this post

ოქტომბერი 2026
ო ს ო ხ პ შ კ
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031  
« სექ    

კატეგორიები

  • ამინდი
  • ახალი ამბები
  • ეკონომიკა
  • ვიდეო
  • კულტურა
  • მედიცინა
  • მთავარი
  • მსოფლიო
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • რელიგია
  • საზოგადოება
  • საინტერესოა
  • სამართალი
  • სპორტი
  • ყველა სიახლე
  • ჰოროსკოპი

ტეგები

akademia metreveli SWIFT ავარია ავარია სამტრედიაში აჭარა ბათუმი–ახალციხის დამაკავშირებელი გზის ერთი ნაწილი ჩამოინგრა ბაქტერია თხილის პლანტაციებს ახმობს გოგირდის აუზები გორდი გურია გურიის სტიქია ელდარ ემიგრანტი თემურ ქათამაძემ შიმშილობა შეწყვიტა თუშეთი თხილის პლანტაციები იტალია კონკურენციის მეამა ნაგავი რიონისპირა სახლების რეაბილიტაცია სააგენტო საგამოფენო სივრცე გორდში სკვერი სამტრედიაში სოფლის ნობათი ტყითსარგებლობა უკანონო ქარელის საბავშვო ბაღში 3 წლის ბავშვს კარადა დაეცა ქართული კინო შენგელაია ხონი ხონის მერია

© 2025 meganews.ge - ახალი ამბები 'მეგანიუსი'

  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • კატეგორიები
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • სპორტი
    • რელიგია
    • ამინდი
    • ჰოროსკოპი
No Result
View All Result

© 2025 meganews.ge - ახალი ამბები 'მეგანიუსი'