TV PLAY
help@meganews.ge
ორშაბათი, 19 ოქტომბერი, 2026
  • კონტაქტი
meganews.ge
  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • კატეგორიები
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • სპორტი
    • რელიგია
    • ამინდი
    • ჰოროსკოპი
No Result
View All Result
meganews.ge
ორშაბათი, 19 ოქტომბერი, 2026
  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • კატეგორიები
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • სპორტი
    • რელიგია
    • ამინდი
    • ჰოროსკოპი
No Result
View All Result
No Result
View All Result
meganews.ge

„საქართველოს რკინიგზა“ ინფორმაციას ავრცელებს

საქართველოს რკინიგზა განცხადებას ავრცელებს

“საქართველოს რკინიგზაში” მოძრავი შემადგენლობის განახლება გრძელდება.

“საქართველოს რკინიგზის” გენერალური დირექტორის, ლაშა აბაშიძის განცხადებით, სისტემაში მნიშვნელოვანი ოპტიმიზაცია განხორციელდა, რამაც ახალი პროექტების დაწყების საშუალება მისცა. უკვე შეძენილია 200 ახალი სატვირთო ვაგონი, მათგან დაახლოებით 60 უკვე შემოსულია საქართველოში.

აბაშიძის ინფორმაციით, უახლოეს პერიოდში დაგეგმილია 10 ახალი სამგზავრო მატარებლის დამატება საქართველოს რკინიგზისთვის. ასევე, უკვე მიმდინარეობს 5 სამგზავრო მატარებლის კაპიტალური რემონტი და მოდერნიზაცია.

“ჩვენ ეს შესყიდვა განვახორციელეთ პირდაპირ მწარმოებელთან, ყოველგვარი, ასე ვთქვათ, შუამავალი კომპანიების ჩართულობის გარეშე. და, ზოგადად, მიმაჩნია სწორად, რომ “საქართველოს რკინიგზამ” ასეთი მნიშვნელოვანი პროექტები უნდა განახორციელოს და უნდა შეიძინოს პირდაპირ მწარმოებელი ქარხნებისგან. ასევე, სამგზავრო მატარებლებით ჩვენ დაგეგმილი გვაქვს, რომ უახლოეს პერიოდში დავამატებთ 10 ახალ სამგზავრო მატარებელს “საქართველოს რკინიგზას” და უკვე მიმდინარეობს 5 სამგზავრო მატარებლის კაპიტალური რემონტი და მოდერნიზაცია. ეს ჯამში მოგვცემს იმას, რომ ჩვენ, ზოგადად, სრულად ჩვენს სამგზავრო მიმართულებას განვახორციელებთ სრულიად ახალი, თანამედროვე მატარებლებით”, – განაცხადა “საქართველოს რკინიგზის” გენერალურმა დირექტორმა ლაშა აბაშიძემ.

ამასთან, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის, თამარ იოსელიანის განცხადებით, ქვეყნის დამოუკიდებლობის ისტორიაში პირველად, “საქართველოს რკინიგზა” 50-მდე ახალ ლოკომოტივს შეიძენს. მისი თქმით, შესყიდვისთვის შესაბამისი ტენდერი უკვე გამოცხადებულია.

“პირველად საქართველოს დამოუკიდებლობის ისტორიაში, “საქართველოს რკინიგზა” შეიძენს 50-მდე ახალ ლოკომოტივს და, შესაბამისად, განაახლებს სავაგონო პარკს. ამ მიმართულებით შედეგები უკვე სახეზე გვაქვს – გამოცხადებულია ლოკომოტივების შესყიდვისთვის შესაბამისი ტენდერი და შეძენილია ახალი 200 ვაგონი, რომელიც პირდაპირ მწარმოებელთან დაკონტრაქტდა და, შესაბამისად, ამ მიმართულებით დაიზოგა მნიშვნელოვანი რესურსი, რაც, რა თქმა უნდა, ასევე მოხმარდება “საქართველოს რკინიგზის” განვითარებას”, – განაცხადა თამარ იოსელიანმა.

გაზიარება
წინა პოსტი

თურქეთში, ქალაქ ხოფაში სატვირთოების ავტოსადგომზე მეწყრის ჩამოწოლას 1 ადამიანი ემსხვერპლა

შემდეგი პოსტი

„ახალგაზრდა ქალს სატვირთო დაეჯახა“ -მძიმე ავარია თბილისში

Discussion about this post

ოქტომბერი 2026
ო ს ო ხ პ შ კ
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031  
« სექ    

კატეგორიები

  • ამინდი
  • ახალი ამბები
  • ეკონომიკა
  • ვიდეო
  • კულტურა
  • მედიცინა
  • მთავარი
  • მსოფლიო
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • რელიგია
  • საზოგადოება
  • საინტერესოა
  • სამართალი
  • სპორტი
  • ყველა სიახლე
  • ჰოროსკოპი

ტეგები

akademia metreveli SWIFT ავარია ავარია სამტრედიაში აჭარა ბათუმი–ახალციხის დამაკავშირებელი გზის ერთი ნაწილი ჩამოინგრა ბაქტერია თხილის პლანტაციებს ახმობს გოგირდის აუზები გორდი გურია გურიის სტიქია ელდარ ემიგრანტი თემურ ქათამაძემ შიმშილობა შეწყვიტა თუშეთი თხილის პლანტაციები იტალია კონკურენციის მეამა ნაგავი რიონისპირა სახლების რეაბილიტაცია სააგენტო საგამოფენო სივრცე გორდში სკვერი სამტრედიაში სოფლის ნობათი ტყითსარგებლობა უკანონო ქარელის საბავშვო ბაღში 3 წლის ბავშვს კარადა დაეცა ქართული კინო შენგელაია ხონი ხონის მერია

© 2025 meganews.ge - ახალი ამბები 'მეგანიუსი'

  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • კატეგორიები
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • სპორტი
    • რელიგია
    • ამინდი
    • ჰოროსკოპი
No Result
View All Result

© 2025 meganews.ge - ახალი ამბები 'მეგანიუსი'