“ექიმები ახლა იბრძვიან ადამიანების სიცოცხლისთვის კრამატორსკზე რუსული დარტყმის შემდეგ. ამ დროისთვის ცნობილია, რომ 30 ადამიანი დაიღუპა და სამწუხაროდ, ეს რიცხვი შეიძლება გაიზარდოს. რუსული ბომბი ფაქტობრივად ორ სამარშრუტო ტაქსის მოხვდა. მიღებული მძიმე ტრავმების გამო დაღუპულთა ნაწილის იდენტიფიცირება ჯერ კიდევ ვერ ხერხდება. ჩემი თანაგრძნობა ყველა ნათესავსა და ახლობელს. საერთო ჯამში, ამ დარტყმის შედეგად კიდევ 18 ადამიანი დაიჭრა. ასევე დაზიანებულია საცხოვრებელი სახლები და ავტომობილები.
ეს დარტყმა ჩვენი პასუხის გარეშე არ Caivlis. რუსეთი ცდილობს დონბასში მთელი სიცოცხლე გაანადგუროს და საჭიროა, რომ მსოფლიომ ამაზე რეაგირება მოახდინოს. მოახდინოს მკაცრი რეაგირება – სწორედ ისე, როგორც რუსები იმსახურებენ ყველა იმ სიკვდილისთვის, რაც მათ მოიტანეს. მარადიული ხსოვნა დაღუპულებს” – წერს უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელში.

Discussion about this post