რუსთავში არასრულწლოვანს ავტომობილი დაეჯახა .ინფორმაციას ადგილობრივი გამოცემა ინფო რუსთავი ავრცელებს და წერს, რომ შემთხვევა ღამით მეგობრობის გამზირზე იმ დროს მოხდა, როცა 15 წლის ბიჭი ავტობუსიდან ჩამოვიდა და გზის სავალ ნაწილზე გადადიოდა. მათივე ცნობით, ბავშვი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა კლინიკაში გადაუყვანა, სადაც გამოცემას უთხრეს, რომ მოზარდის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია, კონტაქტურია და უტარდება შესაბამისი სამედიცინო კვლევები

Discussion about this post