დრონების შეტევის საფრთხის გამო მოსკოვის სამი აეროპორტი მთელი ღამე დახურული იყო .„როსავიაციის“ ინფორმაციით, მოსკოვის დომოდედოვოს, ვნუკოვოსა და ჟუკოვსკის აეროპორტებში შეზღუდვები შუაღამისას დაწესდა და დილის 7 საათზე მოიხსნა. შედეგად, მაგალითად, ავიაკომპანია Turkish Airlines-ის რეისი TK421, რომელიც სტამბოლიდან მოსკოვში მიფრინავდა, ვნუკოვოში დაჯდომამდე ცოტა ხნით ადრე უკან, თურქეთში დააბრუნეს. ამის შესახებ გამოცემა «Осторожно, новости» მგზავრებზე დაყრდნობით იტყობინება

Discussion about this post