TV PLAY
help@meganews.ge
ორშაბათი, 19 ოქტომბერი, 2026
  • კონტაქტი
meganews.ge
  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • კატეგორიები
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • სპორტი
    • რელიგია
    • ამინდი
    • ჰოროსკოპი
No Result
View All Result
meganews.ge
ორშაბათი, 19 ოქტომბერი, 2026
  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • კატეგორიები
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • სპორტი
    • რელიგია
    • ამინდი
    • ჰოროსკოპი
No Result
View All Result
No Result
View All Result
meganews.ge

რატომ დამძიმდა უკიდურესად ვითარება ციხეებში? -ნიკა გვარამია

რატომ დამძიმდა უკიდურესად ვითარება ციხეებში? -ნიკა გვარამია

„რატომ დამძიმდა უკიდურესად ვითარება ციხეებში? – ყველაზე ლოგიკური ისაა, რომ ივანიშვილს ქუჩა “გაექცა” .წერს კოალიცია ცვლილებისთვის ლიდერი ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში:

„რატომ დამძიმდა უკიდურესად ვითარება ციხეებში?
ის, რომ ციხეში ვითარებას ქოცები უფრთხილდებოდნენ, საიდუმლო არაა. გასაგებიც იყო: პროპაგანდის ერთ-ერთი მთავარი ღერძი, “სისხლიანი ცხრა წელი”, ციხეში რეალურად არსებულ პრობლემებთან ერთად, ციხის მითოლოგიაზეც იდგა, როგორიცაა 26 ათასი გაუპატიურებული ვაჟკაცი, დადგმული ცოცხის კადრები (დღემდე რომ ვერ გაირკვა, როგორ დაიდგა მკაცრი კონტროლის სივრცეში ვიდეოფილმი) და სხვა.

ამ კონტექსტში თითქოს გაუგებარია, რატომ მძიმდება ელვის სისწრაფით მდგომარეობა ციხეებში: პატიმრების ცემა-წამების და უკვე გაუპატიურების ფაქტები გახშირდა და საჯაროც კი გახდა.

ბევრი მიზეზის მოფიქრება შეიძლება, მაგრამ, ჩემი აზრით, ყველაზე ლოგიკური ისაა, რომ ივანიშვილს ქუჩა “გაექცა”. ქუჩა, რომელიც, პოლიციასთან ერთად, მისი მთავარი დასაყრდენი იყო. ივანიშვილს ქუჩა საზოგადოების დატერორების გადამწყვეტ ფაქტორად მიაჩნია. ეს რუსული ფენომენია, ივანიშვილი კი მართვის რუსული ტექნოლოგიების გარდა არაფერს აღიარებს.

ფაქტია ისიც, რომ ივანიშვილის და მისი სისტემის აღარ ეშინიათ: უამრავმა პატიმარმა, განსაკუთრებით პოლიტპატიმრებმა, საზოგადოებას დაანახვა, რომ ციხე არაა ცხოვრების დასასრული, შეიძლება მას გაუძლო, იქიდან კიდევ უფრო გაძლიერებული გამოხვიდე და გააგრძელო სისტემის წინააღმდეგ ბრძოლა.

განსხვავებული შინაარსის ამ ორმა მოვლენამ შექმნა ერთიანი კონტექსტი და განაპირობა ივანიშვილის გადაწყვეტილება: ყველანი ციხეში, ოღონდ ციხე “კურორტი” არ გეგონოთ, იქ აუპატიურებენ, სცემენ, აწამებენ. ციხე სწორედაც რომ შეიძლება გახდეს ცხოვრების დასასრული: ფიზიკური დასასრული (რასაც ხშირად თვითმკვლელობად ასაღებენ), ან ფსიქო-სოციალური დასასრული (მძიმე შეურაცხყოფების შედეგად დანგრეული ეგო). სწორედ ამას გვეუბნება ივანიშვილი.
საზოგადოების დატერორების ეს ფორმა ბოლო პერიოდში განსაკუთრებით გამოიკვეთა. სავარაუდოდ, ივანიშვილმა მყარად გადაწყვიტა, რომ მის მიმართ შემცირებული შიში კიდევ უფრო მეტად დაშინების სტრატეგიით აღადგინოს. სავარაუდოა ისიც, რომ მისი გაზომვებით, სხვა ტიპის შიშები (მაგალითად, ომით მუდმივი სპეკულირებით გამოწვეული) საზოგადოებამ მნიშვნელოვან წილად დაძლია.

ივანიშვილის მდგომარეობაზე ჩვენ ყველაზე უკეთ მისი ქმედებებით შეგვიძლია ვიმსჯელოთ. დანარჩენი მკითხაობა და ჭორაობაა. ასეთი მძიმე ფორმებით (მეტიც, როგორც ივანიშვილისთვის კარგად ნაცნობი გამოცდილება აჩვენებს, ქართული საზოგადოებისთვის ყველაზე მეტად მიუღებელი ფორმებით) ადამიანების დაშინება, გამორიცხულია, მყარად მდგომმა ავტოკრატმა გამოიყენოს. ასეთ ფორმებს მხოლოდ უკიდურესი მოწყვლადობის ჟამს მიმართავენ. დღეს, საზოგადოებას კი არ ეშინია ივანიშვილის, არამედ ივანიშვილს ეშინია საზოგადოების.

ამ დასკვნას სხვა ფაქტებიც ამყარებს:

ციხეები გადატვირთულობის პიკზეა და ზეგადავსებულია (მარტო გლდანის ციხეში თითქმის იმდენივე პატიმარია, რამდენიც მთელ სომხეთში)
ივანიშვილის მოკავშირე მსხვილი კრიმინალების უმრავლესობა დაჭერილია და დიდი სასჯელები აქვთ მისჯილი
ციხეშია ივანიშვილის ყველაზე გამორჩეული ქოცელიტა
თავბრუდამხვევი სისწრაფით იცვლებიან უსაფრთხოებაზე (ანუ მის პირად და მისი სისტემის დაცვაზე) პასუხისმგებელი მინისტრები

მეორეს მხრივ, ქვეყანას იმდენი პოლიტპატიმარი ჰყავს, რომ პოსტსაბჭოთა სივრცისთვისაც კი ანტირეკორდი დამყარდა, ევროპაზე რომ აღარაფერი ვთქვათ. ყველა ოპოზიციური პარტია გაუქმების პირასაა.
ჰოდა, მეგობრებო, ეს თვითშენარჩუნების და თავდაცვის უკიდურესად ისტერიული ფორმაა, წონასწორობაში მყოფები და მყარად მდგომები არასდროს რომ არ იყენებენ. და ამით აუცილებლად უნდა ვისარგებლოთ” -წერს გვარამია

გაზიარება
წინა პოსტი

რამდენად რეალურია „შავი ჭირის“ პანდემია – ალექსანდრე გოგინავას განმარტება

შემდეგი პოსტი

თუ სავაჭრო ბარიერები მოიხსნება, დსთ-ს გაცილებით მეტი წარმატების მიღწევა შეუძლია-პუტინი

Discussion about this post

ოქტომბერი 2026
ო ს ო ხ პ შ კ
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031  
« სექ    

კატეგორიები

  • ამინდი
  • ახალი ამბები
  • ეკონომიკა
  • ვიდეო
  • კულტურა
  • მედიცინა
  • მთავარი
  • მსოფლიო
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • რელიგია
  • საზოგადოება
  • საინტერესოა
  • სამართალი
  • სპორტი
  • ყველა სიახლე
  • ჰოროსკოპი

ტეგები

akademia metreveli SWIFT ავარია ავარია სამტრედიაში აჭარა ბათუმი–ახალციხის დამაკავშირებელი გზის ერთი ნაწილი ჩამოინგრა ბაქტერია თხილის პლანტაციებს ახმობს გოგირდის აუზები გორდი გურია გურიის სტიქია ელდარ ემიგრანტი თემურ ქათამაძემ შიმშილობა შეწყვიტა თუშეთი თხილის პლანტაციები იტალია კონკურენციის მეამა ნაგავი რიონისპირა სახლების რეაბილიტაცია სააგენტო საგამოფენო სივრცე გორდში სკვერი სამტრედიაში სოფლის ნობათი ტყითსარგებლობა უკანონო ქარელის საბავშვო ბაღში 3 წლის ბავშვს კარადა დაეცა ქართული კინო შენგელაია ხონი ხონის მერია

© 2025 meganews.ge - ახალი ამბები 'მეგანიუსი'

  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • კატეგორიები
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • სპორტი
    • რელიგია
    • ამინდი
    • ჰოროსკოპი
No Result
View All Result

© 2025 meganews.ge - ახალი ამბები 'მეგანიუსი'