ჩვენ პირველად არ ვისმენთ და არ ვხედავთ ამ ტიპის რეზოლუციებს, რომელსაც არანაირი ფასი არ აქვს. თუ შევხედავთ ბოლო წლების განმავლობაში მათ მიერ გაკეთებულ განცხადებებს, მიღებულ რეზოლუციებს, ზოგადად ევროპარლამენტის ფუნქცია არის გაუფასურებული. აქ ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანი ის არის, რომ ყველა მათი განცხადება და რეზოლუცია გაჯერებულია მხოლოდ ტყუილებით, არასამართლიანი დამოკიდებულებით კონკრეტულ საკითხებთან დაკავშირებით, მიკერძოებით და პოლიტიკური სპეკულაციებით. შესაბამისად, მათ მიერ გაკეთებულ განცხადებებს და მიღებულ რეზოლუციებს არანაირი ფასი არ აქვს“ – თქვა კალაძემ ევროპარლამენტის მიერ 8 ოქტომბერს მიღებულ რეზოლუციაზე

Discussion about this post