“ერთად დგომას ყოველთვის აქვს აზრი!
ჩვენი პროტესტის მესამე და მეოთხე დღესაც გაგრძელდა სკოლების გაფიცვა. მადლობა თითოეულ მშობელს, მასწავლებელსა თუ დირექციას, თითოეულ ადამიანს, ვინც ამ დღეებში ჩვენ გვერდით იდგა და თავისი მონაწილეობით ჩვენი სათქმელი უფრო ხმამაღალი გახადა.
და შედეგიც უკვე გვაქვს – ჩვენი წუხილი განათლების სამინისტრომდე მივიდა!
ორივე სკოლის წარმომადგენლები განათლების სამინისტროში შევხვდით, ვისაუბრეთ ჩვენს პრობლემებსა და მოთხოვნებზე. მივიღეთ დაპირება, რომ სამინისტრო გვიშუამდგომლებს თბილისის მერთან და ჯანდაცვის სამინისტროსთან, რათა ჩვენი საკითხები შესაბამის უწყებებთან განიხილებოდეს.
ეს მნიშვნელოვანი ნაბიჯია, მაგრამ ჩვენ არ ვჩერდებით. გვინდა რეალური პასუხები, კონკრეტული გადაწყვეტილებები და შედეგი, რომელიც ჩვენს ოჯახებსა და შვილებს უსაფრთხო გარემოს მოუტანს.
მჯერა, რომ ერთად დგომას ყოველთვის აქვს აზრი. როცა ერთმანეთის გვერდით ვდგავართ, ჩვენი ხმა უფრო ძლიერია და ჩვენი სათქმელი – უფრო ძნელად უგულებელყოფილი.
მადლობა თითოეულ თქვენგანს ნდობისთვის, გამძლეობისთვის და სოლიდარობისთვის. ❤️
ერთად აუცილებლად მივაღწევთ შედეგს!” -წერს სოციალურ ქსელში მოძრაობა „დიდი ლილოს ნაგავსაყრელის წინააღმდეგ“

Discussion about this post