პანამაში 7.7 მაგნიტუდის სიძლიერის მიწისძვრა მოხდა . შემთხვევამ ქვეყნის სამხრეთ-ცენტრალურ რეგიონებში მასშტაბური ნგრევა, გზების განადგურება და ელექტროენერგიისა და წყლის მიწოდების გათიშვა გამოიწვია, განხორციელდა მოსახლეობის ევაკუაცია და დროებით დაიკეტა საერთაშორისო აეროპორტი
პანამის პრეზიდენტმა ხოსე რაულ მულინომ განაცხადა, რომ ქვეყანა სერიოზული კატასტროფის წინაშეა. მისი თქმით, განსაკუთრებით დაზარალდა ერერას, ლოს სანტოსის, კოკლესა და ვერაგუას პროვინციები. ქალაქი ტონოსი მთლიანად მოწყვეტილია გარე სამყაროს, რის გამოც მაშველები იქ შეღწევას საჰაერო გზით ცდილობენ
როგორც ადგილობრივი მედია წერს, პანამის არხი უვნებლად გადარჩა და მუშაობას ჩვეულ რეჟიმში აგრძელებს. ამ დროისთვის სტიქიის ზონაში, განსაკუთრებით გარე სამყაროს მოწყვეტილ ქალაქ ტონოსიში, სამაშველო ოპერაციები გრძელდება. მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა. ცნობილია მხოლოდ ის, რომ რამდენიმე ადამიანი მსუბუქად დაშავდა

Discussion about this post