10 ოქტომბრის დილას, ზაპოროჟიეზე რუსული თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 20-მდე გაიზარდა, მათ შორის, სულ მცირე 3 ბავშვია. დაშავებულია 40-მდე ადამიანი, რომელთა შორის ასევე ბავშვებიც არიან. რუსულმა საოკუპაციო ძალებმა ქალაქის საცხოვრებელ კვარტლებს ხუთი მართვადი საავიაციო ბომბით დაარტყეს. დანგრეული ან დაზიანებულია 20-ზე მეტი საცხოვრებელი შენობა. სამძებრო-სამაშველო სამუშაოები საცხოვრებელი კორპუსების ნანგრევებში გუშინ მთელი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა.
ზაპოროჟიეში დღეს გლოვის დღეა.

Discussion about this post