ბათუმში ერთ-ერთ ბენზინგასამართ სადგურზე ავტომობილი დაიწვა . ინფორმაციას ადგილობრივი გამოცემა აჭარა თაიმსი ავრცელებს. მათი ცნობით, შემთხვევა ცოტა ხნის წინ ტბელ აბუსერიძის ქუჩაზე მოხდა. ადგილზე სახანძრო-სამაშველო სამსახურის რამდენიმე ეკიპაჟი იყო მობილიზებული. ცეცხლი ამ დროისთვის ლიკვიდირებულია
ხანძრის გამომწვევი მიზეზი უცნობია. როგორც გამოცემასთან თვითმხილველები ამბობენ, მანქანა ელექტრომობილების დამუხტვის პუნქტში იმყოფებოდა და ცეცხლი სწორედ იმ დროს გაუჩნდა. არსებული ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა

Discussion about this post