„ადამიანები ითხოვენ, ზოგან მეტად, ზოგან ნაკლებად, რომელ ტაძარსაც ექნება საჭიროება და მოითხოვს, ბანკი დაუდგამს აპარატს“ – განუცხადა ინტერპრესნიუსს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ.
დღეს გავრცელდა შესაწირი ტერმინალის ფოტოები თბილისის ერთ-ერთ ეკლესიიდან. მოქალაქეები სოციალურ ქსელში წერენ, რომ ტერმინალი ვაკეში, წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ტაძარში დგას.

Discussion about this post