„როდესაც საქმე ეხება ქვეყნის ინტერესს, რა პირად სანქციებზეა საუბარი? სრული პასუხისმგებლობით – 1 000%-ით გეუბნებით, რომ არანაირი პირადი ინტერესი არ გამაჩნია. მე ვიცი, რომ ვაკეთებ სწორ საქმეს. მე და ჩემს თანაგუნდელებს ხალხის მხარდაჭერა გვაქვს იმიტომ, რომ ვემსახურებით ჩვენს ქვეყანას და ვატარებთ ისეთ პოლიტიკას, რომელიც, პირველ რიგში, ჩვენი სამშობლოსთვის არის მნიშვნელოვანი. რა თქმა უნდა, ბევრი უსამართლობა არის ამ ამ რთულ გზაზე, მაგრამ მთავარი არის ქვეყნის ინტერესი.” – ამბობს კალაძე კითხვაზე, ელოდებიან თუ არა საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები სანქციებს ევროპული სტრუქტურებისგან.
ივანიშვილის, კობახიძის, კალაძისა და პაპუაშვილის დასანქცირება ევროპარლამენტმა 8 ოქტომბერს მიღებული რეზოლუციით მოითხოვა.

Discussion about this post