“საფრანგეთს აქვს 5% ბიუჯეტის დეფიციტი. ჩვენ 2,5%. ევროპის კანონმდებლობა ითვალისწინებს 3%-ს. რომ ჩამოიყვანოს 3%-ზე დაიწყო ნელ-ნელა მოკლება ბიუჯეტის დეფიციტის. ანუ, ამ ეტაპზე 54 მილიარდი ევროთი უნდა, რომ შეამციროს ბიუჯეტი. ამ შემცირებაში მოყვა პენსიების ინდექსაცია, ხელფასების ინდექსაცია, ეკონომია განათლებაზე, მაშველებზე, ჯანდაცვაზე და აი რაც მოჰყვა კი ხედავთ, რაც ხდება. იგივე მდგომარეობა არის ევროპის ბევრ სხვა ქვეყანაში, ოღონდ სხვადასხვა მიმართულებით იმიტომ, რომ არ არის ეკონომიკური ზრდა და სამწუხაროდ, ეს ევროპაში გაგრძელდება და კიდე უფრო მოიმატებს იმიტომ, რომ არ ჩანს არავითარი პერსპექტივა უახლოეს პერიოდში ეკონომიკური ზრდის. ჩვენ მეტი გვინდა, მაგრამ ვიზრდებით ძალიან სერიოზულად და ეს თანხა ერთის მხრივ ბიუჯეტს ხმარდება და მეორეს მხრივ, დასაქმებას” -თქვა საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე პაატა კვიჟინაძემ პარლამენტის დღევანდელ სხდომაზე.

Discussion about this post