TV PLAY
help@meganews.ge
ორშაბათი, 19 ოქტომბერი, 2026
  • კონტაქტი
meganews.ge
  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • კატეგორიები
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • სპორტი
    • რელიგია
    • ამინდი
    • ჰოროსკოპი
No Result
View All Result
meganews.ge
ორშაბათი, 19 ოქტომბერი, 2026
  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • კატეგორიები
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • სპორტი
    • რელიგია
    • ამინდი
    • ჰოროსკოპი
No Result
View All Result
No Result
View All Result
meganews.ge

“ვიმუშავებთ, რომ იყოს მაღალი ეკონომიკური ზრდა, რაც საშუალებას მოგვცემს, ყოველწლიურად გავზარდოთ პენსიები”- პაატა კვიჟინაძე

“ვიმუშავებთ, რომ იყოს მაღალი ეკონომიკური ზრდა, რაც საშუალებას მოგვცემს, ყოველწლიურად გავზარდოთ პენსიები”- პაატა კვიჟინაძე

გუშინ დასრულდა ბიუჯეტის განხილვის პირველი ეტაპი, რომელიც მოიცავდა კომიტეტებში და ფრაქციებში განხილვას. ამის შემდეგ შენიშვნებით გადავა მთავრობაში და გადამუშავებული ვარიანტი დაგვიბრუნდება ნოემბერში. რა აჩვენა ბიუჯეტის განხილვამ? – აღმოჩნდა, რომ ბიუჯეტი არის დაბალანსებული, სოციალურად ორიენტირებული და აქვს ძალიან კარგი ეკონომიკური მაჩვენებელი, როგორიც არის ეკონომიკური ზრდა და ბიუჯეტის დეფიციტი, მთავრობის ვალი, –  ამის შესახებ პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ, პაატა კვიჟინაძემ, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

კვიჟინაძემ დეტალურად განმარტა გაზრდილი ბიუჯეტის ფარგლებში სხვადასხვა სოციალურ საკითხზე გამოყოფილი თანხების ოდენობა, მათ შორის, პენსიებზე, ჯანდაცვის პროგრამებზე და ისეთ სფეროებზე, რომლებიც ხელს უწყობს სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებას.

“პარლამენტში თუ პარლამენტის გარეთ დავისვათ შეკითხვა, რას გვაძლევს ეკონომიკური ზრდა ან ბიუჯეტის დეფიციტი? მთავრობის ვალზე არავინ არ ამბობს რომ, რაც მცირეა, გასაგებია, რომ კარგია. ეკონომიკური ზრდა გვაძლევს იმას, რომ დღეს, პრემიერის გუშინდელი განცხადების შემდეგ განსაკუთრებით, სახელმწიფო ბიუჯეტი გაიზარდა 2 მილიარდ 600 მილიონით, ხოლო ნაერთი ბიუჯეტი გაიზარდა 3 მილიარდ 200 მილიონით, თუ გამოვაკლებთ რა თქმა უნდა 2008 წელში აღებულ ევრობონდებს, რომელსაც ვიღებდით და ვფარავთ გარკვეული პერიოდულობით. რაზე წავიდა ეს თანხები, რა გაიზარდა? აქ არ არის საუბარი, რაზეა გამოყოფილი – რა გაიზარდა? პირველი – პენსიები და პენსიებთან დაკავშირებული შშმ პირების ზრდა, პლუს სააგენტოში ჩარიცხული პენსიებზე 60 მილიონი –  სულ გამოვიდა 843 მილიონი ლარი. ამის გარდა, ჯანდაცვის პროგრამებზე 125 მილიონი და ხელფასები 520 მილიონით გაიზარდა, აქ არ შედის აუდიტის, ცესკოს და პარლამენტის ხელფასები, რომელიც კანონმდებლობიდან ცოტა მოგვიანებით შემოდის. 520 მილიონი მუშებს, სპეციალისტებს, მასწავლებლებს, ექიმებს სახელმწიფო სექტორში. სულ ეს გამოდის დაახლოებით მილიარდ ნახევარი თანხა, ანუ სოციალურზე მიდის მილიარდ ნახევარი თანხა დამატებით. კიდევ რაზე წავიდეს ეს თანხები? ეს შეიძლება პირდაპირ სოციალური სფერო არ არის, მაგრამ სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებასაც უწყობს ხელს, მაგალითად, წყალმომარაგება გაიზარდა 60 მილიონით, გაზიფიცირება 55-ით, 65 მილიონი – საავადმყოფოების მშენებლობაზე,  145 მილიონი -სპორტის განვითარება, ნაგავსაყრელები, მელიორაცია თუ უმაღლესი განათლება – 61 მილიონი. ანუ  2 მილიარდზე მეტი პრაქტიკულად სოციალურზე ან სოციალურთან დაკავშირებულ საკითხებზე წავიდა და ეს  ეს 80%-ია. დანარჩენი 20% არის, მაგალითად, ანაკლიის განვითარება; 250 მილიონი – რკინიგზას, სადაც კომუნისტების დროინდელი ელმავლები, შემადგენლობები და მატარებლები არის. წარმოუდგენელია სატრანზიტო ქვეყანა გავხდეთ, თუ რკინიგზა არ განვითარდა. ასევე 83 მილიონი გზებზე იზრდება და საერთო ჯამში ვხვდებით, რომ ეს არის ალბათ ის იდეალური ვარიანტი, რაც შეიძლება ბიუჯეტს ჰქონოდა,” – აღნიშნა პაატა კვიჟინაძემ.

მან ყურადღება გაამახვილა პრემიერ-მინისტრის ინიციატივაზე, რაც 70 წლის ასაკს ქვემოთ პენსიონერებისთვის პენსიის 45 ლარით ზრდას შეეხება და ხაზგასმით აღნიშნა, რომ ოპოზიციის პოპულისტური მოთხოვნები, რომელიც ეკონომიკურ მაჩვენებლებს დააზიანებს, არ უნდა იყოს გათვალისწინებული.

„რა თქმა უნდა, არის საკითხები, რომლის გადაწყვეტა ჩვენ ძალიან გვინდა, მაგრამ 20  ან 30 მილიარდითაც რომ გაიზარდოს ბიუჯეტი, ყოველთვის გვექნება შეგრძნება, რომ რაღაცაზე არ გვყოფნის. ეს არის მუდმივი პროცესი, მაგრამ არის საკითხები, რომელიც განსაკუთრებით მტკივნეული იყო ჩვენთვის და მეორე მოსმენის დროს, შესაძლებლობების ფარგლებში გამოსწორდება. მაგრამ მთავარი საკითხი, რომელიც ჩვენ გვაწუხებდა, მადლობა პრემიერ-მინისტრს, რომ არ დაელოდა მეორედ შემოტანას და გუშინ განაცხადა, 70 წელს ქვევით პენსიონერები მიიღებენ 45 ლარით მეტ პენსიას. ეს არ იყო მარტივი გადაწყვეტილება, ეს საკმაოდ დიდი თანხაა და უკვე წარმოდგენილ ბიუჯეტში ასეთი ცვლილებების შეტანა არ არის მარტივი თემა. ამიტომ ეს არის სწორი გადაწყვეტილება და იმედი მაქვს კიდევ, რომ შემდეგ შემოტანაზე ის პატარა ცვლილებები, რაც ჩვენ გვქონდა დათქმული, ყველაფერი შესრულდება. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ რა მოთხოვნაც არ უნდა იყოს, რა სურვილიც არ უნდა იყოს, რასაც არ უნდა ითხოვდეს ოპოზიცია შიგნით თუ გარეთ, რომელიც დაზიანებს ეკონომიკურ მაჩვენებლებს, არაფრით არ შეიძლება მიღება პოპულისტური გადაწყვეტილებების, გავზარდოთ ეს 2 მილიარდით, მილიარდით და ასე შემდეგ. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ყველა ეკონომიკური პარამეტრი ბიუჯეტის შენარჩუნებული იქნას.

ჩვენ არ დავუშვებთ, რომ დაირღვეს ეკონომიკური პარამეტრები, ვიმუშავებთ, რომ იყოს მაღალი ეკონომიკური ზრდა, რაც საშუალებას მოგვცემს, ყოველწლიურად გავზარდოთ პენსიები, სოციალური საკითხები თუ ეკონომიკის განვითარება,” – განაცხადა პაატა კვიჟინაძემ.

გაზიარება
წინა პოსტი

ბაღდათის საპატიო მოქალაქე შაქრო კვირიკაშვილი გარდაიცვალა

შემდეგი პოსტი

თაღლითობისა და ფულის გათეთრების საქმეზე დაკავებულია 8 პირი

Discussion about this post

ოქტომბერი 2026
ო ს ო ხ პ შ კ
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031  
« სექ    

კატეგორიები

  • ამინდი
  • ახალი ამბები
  • ეკონომიკა
  • ვიდეო
  • კულტურა
  • მედიცინა
  • მთავარი
  • მსოფლიო
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • რელიგია
  • საზოგადოება
  • საინტერესოა
  • სამართალი
  • სპორტი
  • ყველა სიახლე
  • ჰოროსკოპი

ტეგები

akademia metreveli SWIFT ავარია ავარია სამტრედიაში აჭარა ბათუმი–ახალციხის დამაკავშირებელი გზის ერთი ნაწილი ჩამოინგრა ბაქტერია თხილის პლანტაციებს ახმობს გოგირდის აუზები გორდი გურია გურიის სტიქია ელდარ ემიგრანტი თემურ ქათამაძემ შიმშილობა შეწყვიტა თუშეთი თხილის პლანტაციები იტალია კონკურენციის მეამა ნაგავი რიონისპირა სახლების რეაბილიტაცია სააგენტო საგამოფენო სივრცე გორდში სკვერი სამტრედიაში სოფლის ნობათი ტყითსარგებლობა უკანონო ქარელის საბავშვო ბაღში 3 წლის ბავშვს კარადა დაეცა ქართული კინო შენგელაია ხონი ხონის მერია

© 2025 meganews.ge - ახალი ამბები 'მეგანიუსი'

  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • კატეგორიები
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • სპორტი
    • რელიგია
    • ამინდი
    • ჰოროსკოპი
No Result
View All Result

© 2025 meganews.ge - ახალი ამბები 'მეგანიუსი'