ჟურნალისტ გურამ როგავაზე და აქტივისტ ზვიად მაისაშვილზე სპეცრაზმელების თავდასხმის საქმის პროკურორმა, გიორგი ნადირაძემ უწყება დატოვა -ამის შესახებ მან სოციალურ ქსელში დაწერა:
„საქართველოს პროკურატურაში ჩემი საქმიანობა დასრულდა.
2018 წელს პროკურატურაში სტაჟირების პროგრამით დავიწყე მუშაობა. ამ წლების განმავლობაში არაერთი პროფესიული ეტაპი გავიარე. იყო წარმატებებიც და სირთულეებიც, არაერთი მნიშვნელოვანი გამოწვევა. თითოეულმა მათგანმა რაღაც მასწავლა და თავისი წვლილი შეიტანა ჩემს პროფესიულ და პიროვნულ განვითარებაში.
ჩემთვის ამ წლების ყველაზე ღირებული მონაპოვარი მაინც ის ადამიანები არიან, რომლებიც ამ გზაზე გავიცანი, და მეგობრები, რომლებიც ამ პერიოდში შევიძინე.
მადლობა ყველას, ვისთან ერთადაც ამ წლების განმავლობაში ვმუშაობდი, ვისგანაც ვისწავლე და ვისი მხარდაჭერაც არაერთხელ მიგრძნია.
დაგროვილ ცოდნასა და გამოცდილებას მომავალში განსხვავებული მიმართულებით გამოვიყენებ” – წერს გიორგი ნადირაძე

Discussion about this post