რუსეთის სხვადასხვა რეგიონში ღამით 902 უკრაინული დრონი ჩამოაგდეს – დაიკეტა აეროპორტები, სკოლები და ბაღები .ინფორმაციას რუსული მედია Tacc ქვეყნის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს და წერს, რომ იერიშის გამო ვნუკოვომ, დომოდედოვომ, ჟუკოვსკიმ და შერემეტიევომ, სხვადასხვა დროის ინტერვალით, თვითმფრინავების მიღება და გაშვება დროებით შეაჩერეს. შერემეტიევოს აეროპორტში აცხადებენ, რომ ფრენების განრიგში ცვლილებებია მოსალოდნელი. შესაძლო შეფერხებების შესახებ მგზავრები გააფრთხილეს დომოდედოვოშიც.
სარატოვის ოლქის გუბერნატორის, რომან ბუსარგინის განცხადებით, იერიშის შედეგად ქალაქ ბალაკოვოში რამდენიმე საცხოვრებელი სახლი დაზიანდა, დაიღუპა ერთი ადამიანი. ბალაკოვოში უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე, სკოლებში სასწავლო პროცესი გაუქმდა, დაიხურა საბავშვო ბაღებიც.
როსტოვის ოლქის, გუბერნატორ იური სლიუსარის ცნობით, რეგიონში 160-ზე მეტი უპილოტო საფრენი აპარატი გაანადგურეს. მისივე განცხადებით, დაშავებულებისა და ადგილზე მიყენებული ზიანის შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა. კალუგის ოლქის გუბერნატორის, ვლადისლავ შაფშას ცნობით, საჰაერო თავდაცვის ძალებმა ღამით რეგიონში 20 უკრაინული დრონი გაანადგურეს.

Discussion about this post