რუსეთიდან საქართველოში 425 000 დოლარის ოდენობის თანხის უკანონოდ გადმოტანა სცადეს .ინფორმაციას რუსული მედია ФСБ-ზე დაყრდნობით ავრცელებს. მათი ცნობით, ჩრდილოეთ ოსეთის მებაჟეებმა, ФСБ-ის რეგიონული განყოფილების თანამშრომლებთან ერთად, საქართველოში მიმავალ მძღოლს 425 000 დოლარის ოდენობის ნაღდი ფული აღმოუჩინეს.
კაცი ზემო ლარსის გამშვები პუნქტის გავლით მსუბუქი ავტომობილით გადაადგილდებოდა – საბაჟო პუნქტის გავლისას მას ნაღდი ფული არ დაუდეკლარირებია. როგორც ოფიციალური უწყება წერს, ამოღებული თანხა ექსპერტიზაზე გაიგზავნა, რომლის შედეგების საფუძველზეც საპროცესო გადაწყვეტილება მიიღება. უწყება არ აკონკრეტებს, თუ რომელი ქვეყნის მოქალაქეა აღნიშნულში მხილებული.

Discussion about this post