TV PLAY
help@meganews.ge
ორშაბათი, 19 ოქტომბერი, 2026
  • კონტაქტი
meganews.ge
  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • კატეგორიები
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • სპორტი
    • რელიგია
    • ამინდი
    • ჰოროსკოპი
No Result
View All Result
meganews.ge
ორშაბათი, 19 ოქტომბერი, 2026
  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • კატეგორიები
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • სპორტი
    • რელიგია
    • ამინდი
    • ჰოროსკოპი
No Result
View All Result
No Result
View All Result
meganews.ge

ტრანსნაციონალურ ორგანიზებულ დანაშაულში ბრალდებული გიორგი ხატიაშვილის ექსტრადირება განხორციელდა

ტრანსნაციონალურ ორგანიზებულ დანაშაულში ბრალდებული გიორგი ხატიაშვილის ექსტრადირება განხორციელდა

“საქართველოს გენერალური პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე, 14 ოქტომბერს, არგენტინის რესპუბლიკიდან საქართველოში ტრანსნაციონალურ ორგანიზებულ დანაშაულში ბრალდებული გიორგი ხატიაშვილის ექსტრადირება განხორციელდა.
ექსტრადირებულ პირს ბრალად ედება დანაშაულებრივი ჯგუფის მიერ საქართველოს მოქალაქის უცხო ქვეყანაში უკანონოდ დარჩენისთვის ხელშეწყობა, საქართველოს მოქალაქისთვის უცხო ქვეყანაში თავშესაფრის მისაღებად მცდარი ინფორმაციის წარდგენის ხელშეწყობა-ორგანიზება და ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება-გასაღება. ასევე, აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე პასუხისგებაში მიცემულია 9 პირი.
საქართველოს პროკურატურის და ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს რეგიონული უსაფრთხოების სამსახურის მიერ ერთობლივად ჩატარებული ღონისძიების შედეგად გამოვლენილია ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფები და დადგენილია, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებში საემიგრაციო პოლიტიკის გამკაცრებამ, საზღვრის გადაკვეთა გაართულა. გიორგი ხატიაშვილმა დანაშაულში ბრალდებულ პირებთან ერთად მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, დანაშაულებრივი ჯგუფი ჩამოაყალიბა, რომლის მიზანს ამერიკის შეერთებულ შტატებში თავშესაფრის მსურველ საქართველოს მოქალაქეთათვის თავშესაფრის მისაღებად საჭირო ყალბი ისტორიების, ე.წ. „ქეისების“ და შესაბამისი ყალბი მტკიცებულებების დამზადება წარმოადგენდა. დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები, საქართველოს მოქალაქეებს არწმუნებდნენ, რომ მათ მიერ დამზადებული დოკუმენტების და ასევე, მათ მიერ შექმნილი ისტორიების დახმარებით, უპრობლემოდ შეძლებდნენ ამერიკის შეერთებულ შტატებში თავშესაფრის მიღებას. ჯგუფის წევრები წერდნენ არარსებულ ისტორიებს, თუ როგორ დევნიდნენ საქართველოს მოქალაქეებს საქართველოში სხვადასხვა მიზეზით, მათ შორის, პოლიტიკური შეხედულების, სექსუალური ორიენტაციის, სამართალდამცავების მხრიდან მათი დევნის და სხვა მიზეზთა გამო. აღნიშნული ისტორიების გამყარების მიზნით, ჯგუფის წევრები ამზადებდნენ ყალბ დოკუმენტებს.
გამოძიებამ გამოავლინა 1000-ზე მეტი პირი, რომლებსაც დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებმა 2023 – 2026 წლებში საკუთარი მომსახურება შესთავაზეს და მათგან დაახლოებით 600 ათასი ლარი, 2 250 000 ათასი დოლარი და 12 500 ევრო მიიღეს.
საქმეზე ძებნილი კიდევ ერთი პირი, საქართველოს პროკურატურის მიერ განხორციელებული ეფექტიანი საერთაშორისო სამართლებრივი თანამშრომლობის შედეგად ექსტრადირებულია გერმანიიდან.
ქართული მხარის შუამდგომლობა არგენტინის რესპუბლიკის კომპეტენტური ორგანოების მიერ სრულად იქნა დაკმაყოფილებული, რაც პრეცედენტულია, რადგან პირველი ექსტრადიციის საქმეა, რომელიც ევროპისა და რეგიონის მიღმა ქვეყნებიდან განხორციელდა. ასევე, მადლობას ვუხდით იუსტიციის სამინისტროსა და სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს, მათი კომპეტენციის ფარგლებში ექსტრადირებისთვის საჭირო ღონისძიებების გატარებისთვის.
უნდა აღინიშნოს, რომ მოცემულ საქმეზე საქართველოს პროკურატურა აქტიურად თანამშრომლობდა უცხოელ პარტნიორებთან, განსაკუთრებით ხაზი უნდა გაესვას ამერიკის შეერთებული შტატების გამოძიების ფედერალური ბიუროსა და თბილისში ამერიკის საელჩოს რეგიონული უსაფრთხოების სამსახურის აქტიურ ჩართულობას.“ – წერს საქართველოს პროკურატურა

გაზიარება
წინა პოსტი

ფსიქოტროპული მედიკამენტების 2-კვირიანი მარაგით გამოწერის წესში გარკვეული შეღავათი შევა

შემდეგი პოსტი

ზესტაფონში 12 საფლავი გაქურდეს

Discussion about this post

ოქტომბერი 2026
ო ს ო ხ პ შ კ
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031  
« სექ    

კატეგორიები

  • ამინდი
  • ახალი ამბები
  • ეკონომიკა
  • ვიდეო
  • კულტურა
  • მედიცინა
  • მთავარი
  • მსოფლიო
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • რელიგია
  • საზოგადოება
  • საინტერესოა
  • სამართალი
  • სპორტი
  • ყველა სიახლე
  • ჰოროსკოპი

ტეგები

akademia metreveli SWIFT ავარია ავარია სამტრედიაში აჭარა ბათუმი–ახალციხის დამაკავშირებელი გზის ერთი ნაწილი ჩამოინგრა ბაქტერია თხილის პლანტაციებს ახმობს გოგირდის აუზები გორდი გურია გურიის სტიქია ელდარ ემიგრანტი თემურ ქათამაძემ შიმშილობა შეწყვიტა თუშეთი თხილის პლანტაციები იტალია კონკურენციის მეამა ნაგავი რიონისპირა სახლების რეაბილიტაცია სააგენტო საგამოფენო სივრცე გორდში სკვერი სამტრედიაში სოფლის ნობათი ტყითსარგებლობა უკანონო ქარელის საბავშვო ბაღში 3 წლის ბავშვს კარადა დაეცა ქართული კინო შენგელაია ხონი ხონის მერია

© 2025 meganews.ge - ახალი ამბები 'მეგანიუსი'

  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • კატეგორიები
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • სპორტი
    • რელიგია
    • ამინდი
    • ჰოროსკოპი
No Result
View All Result

© 2025 meganews.ge - ახალი ამბები 'მეგანიუსი'